ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


30 June 2016
სტიპენდია დოქტორანტებისთვის!

ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში UG-ს სამართლის სკოლა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებენ კონკურსს სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის საწყის საფეხურზე მყოფი დოქტორანტებისთვის, რომელთა სადოქტორო კვლევა ეხება ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციის პრობლემებს (ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონტექსტში). სტიპენდია შესაძლოა გაიცეს ასევე იმ პირებზეც, რომლებიც 2016 წლის 15 ოქტომბრამდე დაადასტურებენ დოქტორანტურაში ჩარიცხვას. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 450 ევროს თვეში. სტიპენდიის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 36 თვე. 

   წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV ფოტოსურათით;
- სადოქტორო კვლევის აღწერა სამუშაო გეგმის მითითებით;
- რეკომენდაცია დარგის 2 პროფესორისგან;
- ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები შეფასებების დანართით;
- ცნობა საქართველოს უნივერსიტეტიდან დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (არ ეხება იმ კანდიდატებს, ვინც გეგმავს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვას შემოდგომის სემესტრში);
- ინგლისური ან გერმანული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი, B2 დონე;
- სამოტივაციო წერილი;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

   განაცხადები მიიღება 2016 წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე: vwphdproject@gmail.com. დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ (ან გერმანულ) ენებზე.

   დოქტორანტების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საუკეთესო განაცხადების გამოვლენა. შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებთან 2016 წლის სექტემბერში შედგება გასაუბრება ქართულ-გერმანულ კომისიასთან.

  დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vwphdproject@gmail.com






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი