სიახლეები
24 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ უმასპინძლა პროექტის პრეზენტაციას თემაზე: რუსეთის გავლენის დადგენა ქართულ ეკონომიკაში.
შეხვედრაზე განხილეს შემდეგი საკითხები:
რუსეთის გავლენის დადგენა ქართულ ეკონომიკაში;
კავშირი პოლიტიკურ სისტემებთან; დემოკრატიული განვითარების დინამიკა.
პრეზენტაციას გაუძღვა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი შალვა ძებისაშვილი.