სიახლეები
სამართლის კლინიკის ბენეფიციარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლდა 2017 წელს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მისი თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მიუხედავად გადაწყვეტილებისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იგი სამსახურში არ აღადგინა, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მის მიერ შეტანილი ცვლილების საფუძველზე, რაც რეალურად შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
დავა დაიწყო მეორედ, აღნიშნული ნორმატიული აქტისა და განმეორებით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობით მოთხოვნით. ბენეფიციარი ითხოვდა ასევე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
სამართლის კლინიკის დახმარებით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბენეფიციარის მოთხოვნები დააკმაყოფილა სრულად!