სტეფანე გურგენიძე - მოწვეული ლექტორი - უძღვება მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების სალექციო კურსს. ლექტორმა კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მიიღო. სტეფანე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, რომელსაც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. კარიერა დაიწყო საქართველოში, ტექნოლოგიურ კომპანია AzRy-ში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშავია ისეთ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიცაა Amazon, Microsoft და Parity Technologies. 2024 წელს სტეფანე Forbes Georgia 30 Under 30-ის გამარჯვებულთა სიაში მოხვდა ტექნოლოგიებისა და ელ. კომერციის კატეგორიაში.