თამარ ქორიძე -საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი 2006 წლიდან, ისტორიის დოქტორი.
დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა საქართველოს ისტორიის განხრით. მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მასწავლებლად.
ამჟამად კითხულობს ლექციებს ( საქართველოს ისტორია, ქართული ეკლესიის ისტორია) საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფეხურებზე, ხელმძღვანელობს სადიპლომო ნაშრომებს. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტი არის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია, ქართული ეკლესიის ისტორია.
თ ქორიძე არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებში; იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების საკონკურსო კომისიის წევრი. იგი თანამშრომლობს უცხოურ გამომცემლობებთან.თ ქორიძეს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდია.