მანანა სანაძე - საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიაღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყნათმცოდნის სპეციალობით, თურქეთის განხრით (1975 წ.).
1979-2004 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი - უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ თნამშრომლად.
ამავე უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (1979 წ.) და სადოქტორო (2002 წ.) დისერტაციები საქართველოს ისტორიაში.
2002 - 2004 წლებში იყო ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი;
1999-2008 წლები იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი;
2009 წლიდან არის სკრენტონის უნივერსიტეტის (ა. შ. შ. ) აფილირებული პროფესორი;
2002-2004 წლებში მ. სანაძემ გ. ალასანიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს უნივერსიტეტი. ამის შემდეგ 2014 წლის ივნისამდე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.
2015 წლიდან დღემდე ის არის ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
სპორტული მიღწევები:მ. სანაძეარის სპორტის ოსტატი ჭადრაკში, თბილისის ქალთა ჩემპიონატის ოქროს და საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ქალთა საკავშირო ჩემპიონატის ორგზის მონაწილე (1968, 1970 წწ.).
ჯილდოები:
მონოგრაფიისათვის - გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს.- 1982 წელს დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი პრემიით.
საქართელოს საგანამანათლებლო სისტემის განვითარებასა და ისტორიის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.
2015 წელს ჩინეთის ნაცილონალური გამომცემლობების ფონდმა გამოსცა ბიოგრაფიული წიგნი მანანა სანაძის შესახებ (ჩინურ ენაზე).
სამეცნიერო სფერო
მ. სანაძე სამეცნიერო მუშაობის სფეროა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი არმოსავლეთის ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორია. ის არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ატლასები. სულ ახლახანს (2017) ა.შ.შ.-ში, გამომცემლობა ედვინ მელენ პრესმა გამოსცა მ. სანაძის მონოგრაფია ორ ტომად.
მ. სანაძის მეცნიერული თვალსაზრისები თავმოყრილია შემდეგ ძირითად შრომებში:
1. გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს. 1979. თბილისი. თსუ. გამომცემლობა მეცნიერება;
2. ქართლის ცხოვრება და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე). 2001. გამომცემლობა საქარველოს მაცნე;
3. VI ს-ის ისტორიული ქრონიკა "დავით და კონსტანტინეს წამებაში", 2013. (თანაავტორი გ. არახამია) საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
4. ქართველთა ცხოვრება: წიგნი III, ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე). 2016. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
5. Chronology of the Georgian Kings and Patriciansof theAncient Period and the Early Middle Ages: volume 1 – The Pagan Georgian Kings, volume 2 – The Christian Georgian Kings and Patricians. 2017. The Edwin Mellen Press.
საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი შრომები, სახელმძღვანელოები და ისტორიულ-გეოგრაფიული ატლასები:
1. ქართლის ცხოვრება წ. I (1994), წ. II (1998)ადაპტირებული ბავშვებისათვის (თანაავტორი ნ. შოშიაშვილი). თბილისი: ნეკერი.
2. საქართველოს ისტორია წ.1 (ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები). 2003. (თანაავტორი თ. ბერაძე). თბილისი: საქართველოს მაცნე.
3. საქართველოს ისტორიული ატლასი. 2008, თანაავტორები (თ. ბერაძე, კ. თოფურია)
4. შესავალი მსოფლიო ისტორიაში. 2015. წ. I, წ. II (მეხუთე გამოცემა). საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
5 აფხაზეთი: საქართველოს ისტორიული ატლასი. 2013. (თანაავტორები:თ. ბერაძე, კ. თოფურია, ბ. ხორავა). საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
ლიტერატურული მოღვაწეობა:
მ. სანაძე ავტორია საბავშვო მოთხრობების, რომლებიც ორ წიგნად გამოიცა სათაურით: ბებოს ზღაპრები, 2017, წ. I და წ. II.