ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: საჯარო მმართველობა
სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა გამჭვირვალეა, მათ შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
პროგრამის მიზანი:

საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია დემოკრატიული აზროვნების, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველების მომზადება, ახალი საჯარო ლიდერების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებსაც პოლიტიკის ცვლილების, ღია მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით და ახალი ხედვებისა თუ ტრანსფორმაციული ცვლილებების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საქართველოს საჯარო მმართველობის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროცესში.

დღეს, საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმები თუ საჯარო პოლიტიკური ცვლილებები, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი თუ საჯარო სერვისების დასავლური სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა მართვის მრავალ კონცეპტუალურ და პრაქტიკულ სირთულეს იწვევს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი სწორედ მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებმა უნდა უზრუნველყონ.

შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში, ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნებისა კრეატიული ხედვის უნარი, უზრუნველყოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულის დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას, ასევე ქვეყანაში არსებული საჯარო მმართველობითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

შეჯამებული შედეგები
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებულს:

  • აქვს საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის სფეროს სიღრმისეული ცოდნა და შეუძლია სფეროში პოლიტიკურ-ადმინისტრაციული პროცესებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ დასაბუთებული მსჯელობა, ანალიზი და შეფასება; ასევე შეუძლია საჯარო ადმინისტრირების და მომიჯნავე მიმართულებებში ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება;
  • აქვს საჯარო ადმინისტრირების სფეროს სამართლებრივი ბაზისის: მმართველობის კონსტიტუციური საფუძვლების, მუნიციპალური და ადმინისტრაციული სამართლის, საჯარო სამსახურის სისტემისა და საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების შესახებ სისტემური ცოდნა და შეუძლია საჯარო ადმინისტრირების სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა და მათი კრიტიკული შეფასება;
  • შეუძლია პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიების, ასევე მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და კანონზომიერებების საჯარო პოლიტიკისა და მმართველობით პროცესებთან ურთიერთკავშირის, გავლენისა და ზემოქმედების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • შეუძლია საჯარო ადმინისტრირების და მომიჯნავე მიმართულებებში კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება: კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის მომზადება, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით აკადემიური და გამოყენებითი კვლევის წარმოება, კვლევის შედეგების ანალიზი და პროფესიული აუდიტორიის წინაშე წარდგენა; ასევე სფერში განხორციელებული კვლევითი პროექტების მეთოდოლოგიის და შედეგების კრიტიკული შეფასება;
  • აქვს საჯარო ადმინისტრირების ორგანიზაციული კონტექსტის, საჯარო/სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოებრივი და არაკომერციული ორგანიზაციების მართვის თავისებურებების სისტემური ცოდნა;
  • შეუძლია საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრის ან მოცემულობის გაუმოჯებესების მიზნით საჯარო პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენებით რაციონალური, ობიექტური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი მოქმედების კურსის შერჩევა, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და პროფესიული აუდიტორიის წინაშე წარდგენა;
  • შეუძლია საჯარო მმართველობის სფეროში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი პროექტის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • აქვს საჯარო სერვისების წარმოქმნის, მიწოდების პოლიტიკისა და განხორციელების თავისებურებების სიღრმისეული ცოდნა და შეუძლია საჯარო სერვისის პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების დაგეგმვა, პროცესის მართვა და შეფასება;
  • საჯარო მმართველობის ეთიკისა და პრინციპების, პოლიტიკური მიუკერძოებლობის, ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულების, პატიოსნების და სამართლიანობის ღირებულებებზე დაყრდნობით შეუძლია ღია, შედეგზე ორიენტირებული და კარგი მმართველობის პრინციპების დამკვირდება
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი