პროგრამები
საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: | ბიზნესის ადმინისტრირება (ქართ) |
სწავლების ენა: | ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ზეპირი გასაუბრების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები:
სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. |
პროგრამის მიზანი: | ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თანამედროვე, ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებში. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის მენეჯერული უნარების განვითარებაში, ასევე მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში იმისთვის, რომ კურსდამთავრებულმა იმუშაოს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. |
სწავლის შედეგი: |
ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს ექნება: სიღრმისეულად და სისტემურიად განიხილავს ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებთან დაკავშრებულ თანამედროვე კონცეფციებს, მიდგომებს, თეორიებსა და მოდელებს ძირითადი მარკეტინგული კონცეფციების საშუალებით კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვის თავისებურებებზე, მარკეტინგული გეგმის კომპონენტებზე, მიზნობრივ ბაზრებზე, ფირმის პოზიციონირების საერთო სტრატეგიასა და კომპანიის საკომუნიკაციო საშუალებებზე ცვალებადი გარემოს, ორგანიზაციული პროცესემის მართვის და ბიზნესის ფუნქციონალური სფეროს წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის შედეგად შეიმუშავებს თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიებს უნარი კურსდამთავრებულს ექნება: თანამედროვე ეკონომიკური თეორიებისა და მოდელების გამოყენებით დამოუკიდებლად იღებს მენეჯერულ გადაწყვეტილებას მოგების მაქსიმიზაციის, ფასების განსაზღვრის, დანახარჯების გაანალიზების კუთხით სხვადასხვა ბაზრებზე დამოუკიდებლად წარმართავს კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს, ბიუჯეტის შემუშავების, შესრულების ანგარიშის დახასიათების, კომპანიის პროდუქტის კატეგორიის ან ბრენდის მარკეტინგული კვლევის ჩათვლით ეფექტურად წარადგენს მის მიერ შემუშავებულ კვლევითი/პრაქტიკული ხასიათის პროექტის/მაშრომის შედეგებს შესაბამისი საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პრობლემის მრავალმხრივად გაანალიზებისა და ორიგინალური გადაჭრის გზასთან/გზებთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა თუ დასკვნებს შესაბამისი წერილობითი და ზეპირი ფორმით, აკადემიური სტანდარტების და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით საბუღალტრო კონცეფციების, დაშვებების და პრინციპების გათვალისწინებით აანალიზებს კომპანიის მომგებიანობას, დანახარჯთაღრიცხვის საკითხების გამოყენების, ფინანსური უწყისების აგების, ამ პროცესში ბუღალტრულ-ეთიკური პრინციპების დაცვის გზით პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს ექნება: საკუთარი პროფესიული ინტერესების, სწავლის პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი სწავლის პროცესის სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროებას იაზრებს მენეჯერული საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს შეჯამებული შედეგები კურსდამთავრებულს ექნება: |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |