ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (ინგ)
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებმაც მიიღეს სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80 IELTS – მინიმალური ქულა 6.5 PTE General – მინიმალური დონე B2 FCE – მინიმალური დონე B CPE – საკმაირისია ჩაბარება CAE – საკმარისია ჩაბარება სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს თანამედროვე და უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა, გაუღრმავოს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი, ხელი შეუწყოს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად და გაუღრმავოს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობა იმისთვის, რომ კურსდამთავრებულმა იმუშაოს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. 

სწავლის შედეგი:
შეჯამებული შედეგები
კურსდამთავრებულს ექნება:
  • სიღრმისეულად და სისტემურიად განიხილავს ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებთან დაკავშირებულ თანამედროვე კონცეფციებს, მიდგომებს, თეორიებსა და მოდელებს
  • ძირითადი მარკეტინგული კონცეფციების საშუალებით კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვის თავისებურებებზე, მარკეტინგული გეგმის კომპონენტებზე, მიზნობრივ ბაზრებზე, ფირმის პოზიციონირების საერთო სტრატეგიასა და კომპანიის საკომუნიკაციო საშუალებებზე
  • საბუღალტრო კონცეფციების, დაშვებების და პრინციპების გათვალისწინებით აანალიზებს კომპანიის მომგებიანობას დანახარჯთაღრიცხვის საკითხების გამოყენების, ფინანსური უწყისების აგების,  ამ პროცესში ბუღალტრულ-ეთიკური პრინციპების დაცვის გზით 
  • აანალიზებს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს, ტენდენციებს, კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს ბიზნესის სტრატეგიებსა და მენეჯერული ეკონომიკის  საკვანძო საკითხებზე 
  • გადაწყვეტილებების მიღებისას იყენებს რაოდენობრივი მეთოდების, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და ექსტრაპოლაციის მეთოდებს 
  • დამოუკიდებლად წარმართავს კვლევას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით და წარადგენს (ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით) კვლევის შედეგებს, მიგნებებს, არგუმენტებს და დასკვნებს როგორც აკადემიური ასევე, პროფესიული საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის;
  • იაზრებს მენეჯერული საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს
  • აანალიზებს თავისუფალ საბაზრო სისტემაში ბიზნესზე გავლენის მქონე რისკებს
  • დამოუკიდებლად განსაზღვრავს შემდგომი სწავლისა და განვითარების საჭიროებებს
  • იზიარებს და აფასებს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას;

ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი