ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: განათლების ადმინისტრირება (ინგ)
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი, მოთხოვნილი დონე B2) და სპეციალობაში (ზეპირი და წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საგანმანათლებლო სისტემის მმართველობის, ლიდერობის, პედაგოგიური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ცოდნა და პროფესიული უნარები, რათა მან შეძლოს განათლების სფეროში მართვისას გლობალური პოზიციის დაჭერა; მისცეს მას საშუალება გააცნობიეროს და გააკრიტიკოს საგანმანათლებლო სფეროს მართვის თეორიები და პრაქტიკა თანამედროვე კვლევებისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამა უზრუნველყოფს განათლების მართვის კულტურათაშორის გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას და ასწავლის სტუდენტს მართვასთან დაკავშირებულ სამართლიან და ამავე დროს, სტრატეგიულ გზებს. პროგრამის უმნიშვნელოვანეს ასპექტს თეორიულ საკითხებთან ერთად თანამედროვე პრობლემატიკით გაჯერებული პრაქტიკული ქეისებით სწავლება წარმოადგენს, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს შეასრულოს განათლების საკითხებზე ან განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მართვის ფუნქციები. კურსდამთავრებულს ექნება საგანმანათლებლო საკითხების და სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, რაც მას მიმზიდველს ხდის დამსაქმებელთა ფართო სპექტრისთვის. პროგრამა ამზადებს მომავალ ლიდერს, რომელსაც შეეძლება მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, საშუალო და უმაღლესი განათლება როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე; განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო საკონსულტაციო და ტრენინგ ორგანიზაციებში, ან გააგრძელოს სწავლა შემდეგ აკადემიურ საფეხურზე, დოქტორანტურაში.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული  საფუძვლიანად იცნობს:

სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის მართვის, განათლების სამართლისა და ფინანსირების არსებით საკითხებს;
მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს და ინოვაციებისა და ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ კომპლექსური საკითხებს; ასევე, განათლების პოლიტიკის, მართვისა და ლიდერობის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს;
ეროვნულ და გლობალურ ძალებს განათლებაში, ეკონომიკასა და პოლიტიკაში და მათ გავლენას საკუთარ ინსტიტუციაზე.

სიღრმისეულად იცის:

  • კურიკულუმის შექმნისა და განვითარების საკვანძო საკითხები, მოსწავლეზე ორიენტირებული კონსტრუქტივისტული სწავლების მეთოდოლოგიის, კლასის მართვისა და ინკლუზიური განათლების არსებით მოთხოვნათა გათვალისწინებით;
    კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების კლასიკური მეთოდები განათლებაში, ისევე, როგორც პრაქტიკის კვლევის მეთოდი და მისი გამოყენების შესაძლებლობები საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით;

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებისა  და  ანალიზის საფუძველზე,  ოპტიმალური ორგანიზაციული პოლიტიკისა და ცველილებათა სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი ადამიანური, ფისკალური, და ტექნოლოგიური რესურსების მოიძიება, გაანაწილება, და ეფექტურად გამოიყენება;
  • საკუთარი კვლევისა და სისტემური ცოდნის საფუძველზე, რთული ორგანიზაციული პროცესების მართვა, პროფესიული ლიდერობისა და მენეჯერული ინიციატივის გამოვლენა ორგანიზაციული განვითარების ისეთ თანამედროვე გამოწვევებთან მიმიართებაში, როგორიც არის  ახალი საგნამანათლებლო საჭიროებებისა და მოთხოვნების განჭვრეტა; გადაწყვეტილების მიღების პოტენციური სამართლებრივი და მორალური შედეგების გათვალისწინებითა და შეფასებით, ორგანიზაციული კულტურის შეცვლისა და გაუმჯობესების სტრატეგიების შეფასება, საგანმანათლებლო სივრცეში ადამიანური რესურსების მართვის შეცვლილი როლის, ფუნქციებისა და აქტივობების შეფასება; სწავლებისა და მართვის ელექტრონული სისტემების ადაპრტირება და სხვა.
  • სწავლა-სწავლების პროცესების დაგეგმვა და მართვა - ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული კურიკულუმის შექმნა და მისი მორგება სპეციფიკურ საგანმანათლებლო კონტექსტსზე,  საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და საგანმანათლებლო პროგრამის შედეგის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება, ხარისხიანი სწავლებისა და სტუდენტთა სწავლის ზედამხედველობა და მხარდაჭერა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის ნაკლებად შეზღუდული გარემოს შექმნა და ინკლუზიური პრაქტიკის წახალისებისთვის  არსებული  რესურსის გამოყენება;
  • კონფლიქტური სიტუაციებისა და მოლოდინის შეფასება ორგანიზაციული საქმიანობის პროცესში, მათი გადაწყვეტისა და პრევენციის ინოვაციური გზების ძიება.
  • იმ პოლიტიკური და სოციალური ძალების იდენტიფიცირება, რომლებიც ახდენენ საგანმანათლებლო სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე;
  • სხვადასხვა შინაარსისა და კონტექსტის საგანმანათლებლო მართვის საკითხების კვლევა თანამედროვე სასწავლო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში; კომპლექსური და, ხშირად არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი,  არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება და შედეგების გაზიარება;
  • განათლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  • საკუთარი საქმიანობის მუდმივი შეფასება და მცირე, მაგრამ მყარი ცვლილებების სისტემატური შეტანა პროფესიული განვითარების მიზნით;
  • განათლებასთან დაკავშირებული პროგრესული ღირებულებების დამკვიდრების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი