პროგრამები
საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: | პოლიტიკის მეცნიერებები 2016 |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი პოლიტიკის მეცნიერებაში |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მაღალი კომპეტენციის პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტალური თეორიული მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების კვლევისა და გაანალიზების უნარი. პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედნენ, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც პროგრამის ასისტენტის, კოორდინატორის ან/და სპეციალისტის პოზიციაზე, ადგილობრივი თვითმართველობის უწყებებში სპეციალისტის პოზიციაზე, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების კამპანიის კოორდინატორის და მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში ასისტენტის პოზიციაზე, ასევე, საჯარო სამსახურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც საგარეო მომსახურების სპეციალისტი, საკონსულო თანამშრომელი და სხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე, |
სწავლის შედეგი: |
ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს ექნება: - პოლიტიკის მეცნიერებების ფართო ცოდნა, კერძოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა პოლიტიკური სისტემები, ფუნქციები, რეჟიმები და მმართველობის ფორმების პრინციპები, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური აზრის ფილოსოფია, პოლიტიკური თეორიების, პოლიტიკური ინსტიტუტები, კულტურა და მექანიზმები, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ელემენტები და პროცესები, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები;
უნარი კურსდამთავრებულს ექნება: - წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე პოლიტიკურ საკითხებზე კვლევების დაგეგმვის, მეთოდოლოგიის შერჩევის და კვლევის განხორციელების, ასევე, წყაროების და ლიტერატურის გამოყენების და როგორც ქეისური, ისე მეორადი კვლევების განხორციელების, კვლევითი ანგარიშების შემუშავებისა და შეფასების უნარი. აკადემიური სტილის შერჩევის/გამოყენების უნარი;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს ექნება: - გათავისებული პროფესიული, ეთიკური და აკადემიური (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები;
|
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |