ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: არქეოლოგია 2016
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი არქეოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფესიულ/პრაქტიკული უნარების მქონე არქეოლოგები, რომელთაც შეეძლებათ კვლევის თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლის, შენარჩუნებისა და წარმოჩენის სფეროში გარკვეული წვლილის შეტანა და წარმატების მიღწევა. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში, რომელსაც გააჩნია ალტერნატივა დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობის სახით, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტიპის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე (არტმარკეტინგი და მენეჯმენტი, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის სპეციფიკა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი, საგამოფენო საქმის საფუძვლები და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს არქეოლოგიურ ექსპედიციებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისი სფეროს სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში და/ ან განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (არქეოლოგია) ან მომიჯნავე (ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით. გარდა ამისა მის მიერ არჩეული დამატებითი სპეციალობის ან საგანთა კონცენტრაციის კომბინაცია ძირითად სპეციალობასთან აფართოებს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენების არეალს და მას დასაქმების დამატებით შანსს აძლევს.

სწავლის შედეგი:
უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული იცნობს:

არქეოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას და ცალკეული არქეოლოგიური პერიოდების (ქვისა და ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, კლასიკური პერიოდი, შუა საუკუნეები) ნივთიერი კულტურისა და უმთავრესი არქეოლოგიური ძეგლების სპეციფიურ მახასიათებლებს;

 მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების დიაქრონულ ჩარჩოს და სხვადასხვა ეპოქაში მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებებს;

საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიასა და ისტორიული გეოგრაფიას;

მსოფლიო და ქართული ხელოვნების, მათ შორის ქართული ხუროთმოძღვრების და ლითონმქანდაკებლობის განვითარების ეტაპებს, უმნიშვნელოვანეს ძეგლებს და მხატვრულ ნიმუშებს;

აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის სტანდარტებს;

იცის:

არქეოლოგიური კვლევის პროცესების ძირითადი ტენდენციები და არქეოლოგიური კვლევის მეთოდების საფუძვლები (ა. აეროფოტოდეშიფრირება; ბ. გეოფიზიკური სამუშაოები; გ. არქეოლოგიური დაზვერვების წარმართვა; გ. საველე სამუშაოების ტექსტუალური და გრაფიკული ფიქსაცია.დ. ლაბორატორიული ანალიზი);

 ინგლისური ენა  B/2 დონეზე და ერთ-ერთი კლასიკური ენა (ძველი ბერძნული, ან ლათინური) საბაზისო დონეზე;

 გეოინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები;

მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია/კონსერვაციის, აგრეთვე ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საფუძვლები.


პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

რეალურ პრაქტიკაში არქეოლოგის პროფესიულ/ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;

 არქეოლოგიური მასალის შესაბამისი ინტერპრეტაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში.


უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

საველე არქეოლოგიურ ექპედიციებში მონაწილეობა, არქეოლოგიური მასალის იდენტიფიცირება და კლასიფიცირება,  არქეოლოგიური არტეფაქტების გრაფიკული ფიქსაცია, საველე დღიურების წარმოება და არქეოლოგიური ანგარიშების(წერილობითი ფორმით) მომზადება და კონკრეტული სიტუაციისა და სფეროს სპეციფიკის(განათხარი მასალის ხასიათი არტეფაქტის ტიპი და სხვა) გათვალისწინებით ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;

არქეოლოგიური კვლევისთვის (პერიოდის, მასალის ხასიათის გათვალისწინებით) რელევანტური კვლევის მეთოდის (ა. აეროფოტოდეშიფრირება; ბ. გეოფიზიკური სამუშაოები; გ. არქეოლოგიური დაზვერვების წარმართვა; გ. საველე სამუშაოების ტექსტუალური და გრაფიკული ფიქსაცია.დ. ლაბორატორიული ანალიზი) შერჩევა, შესაბამისობის დასაბუთება და კვლევისას მიღებული შედეგების შეჯერება   არქეოლოგიურ არტეფაქტზე ლოგიკური დასკვნის მომზადების მიზნით.

 არქეოლოგიური კვლევის პროცესში გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება;

არქეოლოგიის ან ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებთან/ან მომიჯნავე დარგის წარმომადგენლებთან (არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, პროექტის მენეჯერი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი და სხვა), ასევე არასპეციალისტებთან(დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) არგუმენტირებული ინტერაქცია.

შეძენილი ცოდნის (საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა არქეოლოგიაში) მუდმივი განახლება და ცვალებად ინფორმაციასთან ინტეგრირება ახალი სამეცნიერო მიღწევბის  სამეცნიერო გაცნობა/გამოყენების გზით.

შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი