ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია (ინგ) 2016
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English), TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72, IELTS – მინიმალური ქულა 6, ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით (მინიმალური ბარიერი 60%).
პროგრამის მიზანი:

ითვალისწინებს რა ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობას, პროგრამის მიზნია კურსდამთავრებულს: 

1. მისცეს ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეპტუალურ აპარატის, მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლების თავისებურებების, ინგლისური ენის სტრუქტურის, ინგლისური ენის ისტორიული განზომილებებისა და ბრიტანული კულტურის მახასიათებლების, ენას, აზროვნებას, საზოგადოებას, კულტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ მიმართებათა სპეციფიკის, ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეფციებისა და თეორიების, ლიტერატურული ჟანრების განვითარების თავისებურებების ცოდნა;
2. გააცნოს ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიისა და განვითარების კანონზომიერები;
3. გამოუმუშაოს ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის შესაბამისი სირთულის, მკაფიოდ სტრუქტურირებული კომპლექსური ზეპირი და წერილობითი ტექსტის ადეკვატური აღქმისა და პროდუცირებისათვის რელევანტური კომუნიკაციური სტრატეგიების, აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების გამოყენების, სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში ადეკვატური კომუნიკაციური ქმედების განხორციელების, კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი კრიტიკული მოსაზრების ფორმულირებისა და პრეზენტაციის, უნარ-ჩვევები;
4. ჩამოუყალიბოს მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის რელევანტური გრამატიკული ნორმებისა და ლექსიკური მარაგის ადეკვატური აღქმისა და გამოყენების უნარ-ჩვევები;
5. შესაწავლოს სწავლის, სწავლებისა და შეფასების სტარტეგიების, მეთოდებსა და მიდგომების ადეკვატური გამოყენების უნარ-ჩვევები;
6. განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, მცირე კვლევა, საბაკალავრო ნაშრომი (სავალდებულო არჩევითი) შედეგების რეპრეზენტაციისას ეთიკური ნორმებისა და აკადემიური პატიოსნების დაცვის გზით.

პროგრამის მიზანი შესაბამისობაშია საქართველოს უნივერსიტეტის მისიასთან, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “ცოდნის წარმოება და პიროვნების განათლება, რაშიც ვგულისხმობთ ადამიანში ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების გაღვივებას, და მის აღჭურვას კეთილსინდისიერი შრომით წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით”. მისია მიღწევადია და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და შრომაზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობითა თუ მეცნიერული მიღწევებით განაპირობებს საზოგადოების ჯანსაღ, ჰუმანურ და დემოკრატიულ განვითარებას სახელმწიფოსა და ზოგადად, კაცობრიობის საკეთილდღეოდ.მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით.
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიზანმიმართულია შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სტუდენტისათვის აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა ფორმირებაზე. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას გამომცემლობებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან კომუნიკატორზე. შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამაში ინტეგრირებულია ინგლისური ენის სწავლებისათვის საჭირო კომპეტენციათა ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული საგნები. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას დარგის ფართო ცოდნით. პროგრამა აძლევს კურსდამთავრებულს შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას რაც უზრუნველყოფილია პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული
იცნობს:

  • ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეპტუალურ აპარატს, მეთოდოლოგიურ და თეორიულ საფუძვლებს;
  • ინგლისური ენის სტრუქტურის, ინგლისური ენის ისტორიული განზომილებებისა და ბრიტანული კულტურის მახასიათებლებს;
  • ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიისა და განვითარების კანონზომიერებს;
  • ინგლისური ენის კომპეტენტური და მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის რელევანტური გრამატიკული ნორმებისა და ლექსიკური მარაგის სპეციფიკას;
  • აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტებს;
  • სწავლის, სწავლებისა და შეფასების სტარტეგიებს, მეთოდებსა და მიდგომებს;
  • მსოფლიო ისტორიის ძირითად პერიოდებს.

აღწერს:

  • ენას, აზროვნებას, საზოგადოებას, კულტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ მიმართებათა სპეციფიკას;
  • ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენობის კონცეფციებისა და თეორიების, ლიტერატურის თეორიის სისტემის ფუნქციონირებისა და ლიტერატურული ჟანრების განვითარების თავისებურებებს.

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული:

  • ახდენს ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი, ტექსტის ჰერმენევტიკური ანალიზი და ლიტერატურული კრიტიციზმის პრინციპები და ა.შ.) გამოყენებით მიღებული შედეგების ანალიზსა და სინთეზს;
  • ინგლისურ ენაზე მკაფიოდ სტრუქტურირებული კომპლექსური ზეპირი და წერილობითი ტექსტის პროდუცირებისას იყენებს რელევანტურ კომუნიკაციურ სტრატეგიებს, აყალიბებს რელევანტურ არგუმენტებს და ლოგიკურად ასაბუთებს საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებას კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით, ახორციელებს ადეკვატურ კომუნიკაციურ ქმედებას სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში;
  • მეორე ევროპულ ენაზე თანმიმდევრულად აღწერს მოვლენებს, საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს სინტაქსურად გამართული და აზრობრივად ჩამოყალიბებული წინადადებებით ნაცნობი თემატიკის ფარგლებში;
  • იყენებს სწავლისა და სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს, სფეროსათვის რელევანტური თეორიების, მეთოდებისა და მიდგომების (სწავლისა და სწავლების თეორია, ბიჰეივიორისტული თეორიები, კოგნიტური განვითარების თეორიები და აშ.) ანალიზის შედეგად აყალიბებს ცოდნაზე დაფუძნებულ ლოგიკურ დასკვნას რეალური თუ ჰიპოთეტური სიტუაციების შესახებ;
  • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების მიზნით იძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ახდენს საკითხთა თანმიმდევრულად, ნათლად ფორმულირებასა და პრეზენტაციას როგორც სპეციალისტებთან (ფილოლოგები, ენის მასწავლებლები), ისე არასპეციალისტებთან (ფართო საზოგადოება) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული:

  • ითვისებს რა ინგლისური ფილოლოგიის კომპლექსურ სააზროვნო სივრცეს, იღებს პასუხისმგებლობას პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, მცირე კვლევა, საბაკალავრო ნაშრომი (სავალდებულო არჩევითი) მონაცემთა ანალოგიზაცია/კონტრასტირების, სინთეზირებისა და შედეგების რეპრეზენტაციის, ასევე აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვის გზით.
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი