ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა (დამოუკიდებელი) 2016
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება (პირმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ზღვარი უნდა გადალახოს); ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება. გ) ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მომზადება საბაზისო და საშუალო საფეხურის პროფესიონალი მასწავლებლი წარმატებული პედაგოგიური კარიერისათვის მუდმივად ცვალებად საგანმანათლებლო გარემოში, რომელსაც შეეძლება სკოლებში მიმდინარე პროცესთა ადეკვატური გაგება და ანალიზი, ისევე, როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება ყოველდღიურ სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში. პროგრამის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენას ის, რომ იგი აძლევს მომავალ მასწავლებელს ლიდერობისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს როგორც სასწავლო გარემოსა და პროცესის გუნდური მართვის ისე, ზოგადად, სასკოლო განათლების მართვის პროცესში გააზრებული მონაწილეობისათვის, რაც სკოლისა და განათლების საბოლოო შედეგიანობის უზრუნველყოფის არსებით საფუძველს წარმოადგენს. პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება მყარ საფუძველს შექმნის კურსდამთავრებულთა წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში

სწავლის შედეგი:
უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

ურსდამთავრებული იცნობს:

ბავშვის პიროვნული, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური განვითარების საკვანძო საკითხებსა და მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს; სწავლის, სწავლებისა და მოტივაციის თეორიებს;
საგანმანათლებლო კვლევის კლასიკურ მეთოდებსა და პრაქტიკის კვლევის საფუძვლებს.
იცის:

 როგორ დაგეგმოს და შეაფასოს შედეგზე ორიენტირებული აქტიური სასწავლო პროცესი ინკლუზიური განათლების საფუძვლებისა და კლასის მართვის არსებითი მიდგომების გათვალისწინებით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მიზნებისათვის ეფექტურად გამოყენების ძირითად პრინციპები  და საშუალებები.  
დამატებით:

თუ ძირითადი სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურაა :

ქართული ენის სტანდარტებს, სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითად კონცეფციას, შინაარსსა და მოთხოვნებს; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კომპეტენციებს;
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის სხვადასხვა ტიპებს და სწავლების სტრატეგიებს;
გაკვეთილის გეგმის შედგენის (სასწავლო მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, სამოტივაციო აქტივობების გამოყენება) ტექნიკას;
მოსწავლისათვის გრამატიკულად გამართული, სტილურად დახვეწილი წერისა და მეტყველების უნარის განვითარების საშუალებებს;
თუ ძირითადი სპეციალობა ინგლისური ენაა:

მასალის შერჩევისა და ინგლისური ენის გაკვეთილის მიზნების განსაზღვრის სპეციფიკას, კითხვის, წერითი და ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბების პროცესში;
სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და  გააზრებული ჯგუფური სამუშაოს (დისკუსია-დებატები) დაგეგმვის თავისებურებებს;
მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ენობრივ აქტივობათა დამოუკიდებლად განხორციელებისათვის საჭირო სტრატეგიებს;
ენის სხვადასხვა ასპექტის სწავლების კლასიკური მეთოდებს და სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციის დესკრიფციულ პარამეტრებს.;
 

თუ ძირითადი სპეციალობა ისტორიაა:

ისტორიის გაკვეთილის სხვადასხვა ტიპებს;
ისტორიის სტანდარტს, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითად კონცეფციას, შინაარსსა და მოთხოვნებს;
ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციებს;
სკოლაში ისტორიის სწავლების ძირითად ფორმებს, მეთოდებსა და ხერხებს;
თუ ძირითადი სპეციალობა ფიზიკაა:

ფიზიკის სწავლების მიზნებს და ამოცანებს;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფიზიკის საკითხებს;
ფიზიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებს;
თუ ძირითადი სპეციალობა მათემატიკაა:

მათემატიკის სწავლების მიზანს და ამოცანას;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მათემატიკის საკითხებს;
მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებს;
თუ ძირითადი სპეციალობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია:

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მიზანს და ამოცანას;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკითხებს;
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების თანამედროვე მეთოდებს;


უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

 მოსწავლეთა პიროვნული, სოციალ-ემოციური და კოგნიტური განვითარების ძირითადი კანონზომიერებების ცოდნისა და ანალიზის საფუძველზე დიფერენცირებული სწავლებისა და განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების აგება, რომლებიც მორგებული იქნება თითოებული მოსწავლის უნიკალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე და მათი მიზნობრივი გამოყენება მოსწავლეთა მიერ  ცოდნის სისტემურად ათვისებისა და მათში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის;

 შედეგზე ორიენტირებული, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება, მათ შორის დაგეგმვის უნივერსალური დიზაინის, კონსტრუქციული უკუკავშირისა და დიფერენცირებული სწავლების პრინციპების გათვალისწინაბით; 

  განმავითარებელი შეფასების ეფექტურად გამოყენება თითოეული მოსწავლის კოგნიტური და პიროვნული განვითარებისათვის; შეფასების მეთოდების მიზნობრივი გამოყენება მოსწეავლეთა მიღწევებისა და პროგრესის დასადგენად. იმოქმედოს პრინციპით - შეფასება სწავლისათვის,

 კლასის მართვა და პრობლემების ერთობლივი გადაჭრა, მათ შორის სწავლის მოტივაციის, მოსწავლეთა პიროვნული, სოციალ-ემოციური და გუნდური განვითარების კანონზომიერებებათა სისტემური ცოდნისა და მიმდინარე პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე;

 კეთილგანწყობილი, უსაფრთხო და განმავითარებელი სასწავლო გარემოს შექმნა, მათ შორის მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებებისა და კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესების გაგება და გათვალისწინება სასწავლო გარემოს ორგანიზაციისა და სწავლების პროცესების მართვასთან მიმართებაში; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;

პრაქტიკული საგანმანათლებლო ინფორმაციის  მოძიება და დამხმარე რესურსების შექმნა მათ შორის საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით;

  საგანმანათლებლო მეცნიერებებში მიმდინარე კვლევების შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და პრაქტიკული რეკომენდაციების აპრობაცია; მათი გაზიარება კოლეგებთან, მშობლებთან და პედაგოგიურ საზოგადოებასთან პროფესიული დიალოგის პროცესში;  


პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

 მოსწავლის, როგორც უნიკალური პიროვნების მიღება ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების ცოდნისა და საკუთარი ემოციური ინტელექტის მიზანმიმართული განვითარების გზით;

 პედაგოგიური სიახლეების მიღება და დანერგვა საკუთარ პროფესიულ პრაქტიკაში;

უწყვეტი პრფესიული განვითარება კოლეგებისაგან მიღებული კონსტრუქციული უკუკავშირის, საკუთარი პრაქტიკის კვლევისა და თვითრეფლექსიის (კეთილსინდისიერი, ავთენტური თვითშეფასების) საფუძველზე. 

შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი