პროგრამა: |
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი |
სწავლების ენა: |
ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: |
ინფორმატიკის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: |
120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: |
აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი B2 დონე) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: |
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვის, შემუშავების და დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული საგნები სტუდენტებს მისცემს მყარ თეორიულ საფუძვლებს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის მეთოდების ათვისებისა და შემუშავებისათვის, განუვითარებს მათ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიების ანალიზისა და ამის საფუძვლებზე ოპტიმალური მიდგომის სინთეზირების უნარს. პროგრამის კურსთამთავრებულს შეეძლება, ეფექტურად დაგეგმოს თავისი საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში. პროგრამის საგნები სტუდენტს ასევე მისცემს პრაქტიკულ ცოდნას, რომლის გამოყენებაც პირდაპირ იქნება შესაძლებელი სტუდენტის პროფესიულ საქმიანობაში. კურსდამთავრებულს ექნება უნარი, ოპერატიულად გადაჭრას მის წინაშე არსებული ტაქტიკური პრობლემები საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და უწყვეტად განავითაროს და გააღრმავოს თავისი ცოდნა ახალ ტექნოლოგიებში, რომელსაც შემდგომ არსებითად დაეყრდნობა თავის საქმიანობაში. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერები, პროგრამისტები, ქსელის ადმინისტრატორები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის შემდეგი პრაქტიკების მენეჯერები: ცვლილებების მენეჯერი, კონფიგურაციის მენეჯერი, სერვის მენეჯერი, ბიზნეს ურთიერთობის მენეჯერი, პრობლემების მენეჯერი და ინციდენტების მენეჯერი. |
სწავლის შედეგი: |
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
- იცნობს და ხსნის თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზირების კონცეფციებს.
- აცნობიერებს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემების, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის რეალურ პოტენციალს, შესაძლო რისკებს და შესაძლებლობების ლიმიტაციის არეალს, ასევე, რისკებს, რომელსაც აჩენს კიბერტშეტევები სისტემების ფუნქციონირებაზე, ფლობს მრავალფუნქციური ელემენტების საიმედოობისა და მრავალფუნქციური სისტემების სტრუქტურული საიმედოობის შეფასების მეთოდების შესახებ სისტემურ ცოდნას;
- პრაქტიკულად ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაციებს (DevOps);
- აღწერს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით რეგულაციის შესაბამისად
უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:
- პროექტის დამკვეთებთან თუ კოლეგებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ აუცილებელ ინფორმაციას თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირებს და შესაბამისად უკეთებს პრეზენტაციას
- შესაბამისი საპრეზენტაციო ინსტრუმენტების გამოყენებით დეცენტრალიზებულ სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე ეფექტურად ამყარებს წერით და ზეპირ კომუნიკაციას
- IT ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს მიზნობრივად;
- პროფესიულ პრობლემატიკას / საკითხებს თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირებს და შესაბამისად უკეთებს პრეზენტაციას
- ეფექტურად იყენებს IT მენეჯმენტთან დაკავშირებულ პროფესიულ ტერმინოლოგიას. IT მმართველობის საკითხებს განავითარებს ეფექტურად, ფუნქციურად და იერარქიულად
- საინფორმაციო ტექნოლოგიებში/ინფორმაციულ სისტემებში იძიებს კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალ, ორიგინალურ გზებს, დამოუკიდებლად განახორციელებს კვლევით ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს
- უახლესი მეთოდებისა და მიდგომების ეფექტური გამოყენების საფუძველზე (როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინური ჯგუფის კონტექსტში), ცვლად და გაუთვალისწინებელ გარემოში, ბლოკჩეინზე-დაფუძნებული კონკრეტული პროექტებთან დაკავშირებული არსებული რესურსებისა და ლიმიტაციების გათვალისწინებით, შეარჩევს პრობლემების გადაჭრის ოპტიმალურ გზებსა და შესაბამის IT არქიტექტურას;
- მონაწილეობას იღებს IT ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში.
რთული სტრუქტურის სისტემებსა და ქსელებს აღწერს ლოგიკურ-ალბათური მეთოდებით, სისტემის მუშაობისუნარიანობას წარმოადგენს ანალიტიკური და სქემური სახით;
- ორგანიზაციისთვის შექმნის მმართველობის სტრატეგიას;
- კონსულტაციას უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებზე
- საინფორმაციო ტექნოლოგიებთან/ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებით რთული და არასრული ინფორმაციის, მათ შორის უახლესი კვლევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, დამოუკიდებლად დასაბუთებულად აყალიბებს დასკვნებს და ინფორმაციას უკეთებს ინოვაციურ სინთეზს
- ორგანიზაციასთან, სისტემასთან, პროცესთან დაკავშირებით ერთის მხრივ - არასრული და ხშირად არახარისხიანი მონაცემებისა და მეორე მხრივ - სანდო ინფორმაციისა და ცოდნის სინთეზის საფუძველზე ახდენს მაქსიმალურად არგუმენტირებული დასკვნების გამოტანას და სიტუაციის მაქსიმალურად მონაცემებზე დაფუძნებით, ქმნის ფართო სურათს. ასევე, იაზრებს მისი დასკვნების სუსტ და ძლიერ წერტილებს, მსჯელობის ლოგიკის სიმყარის ხარისხს;
- IT ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებით გამოაქვს დასკვნა.
- აფასებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კომპლექსური პროცესის კანონთან შესაბამისობას და ამის თაობაზე აკეთებს დასკვნას.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:
- აგროვებს გამოცდილებას და აქვს უნარი სწავლის მიღების, როგორც F2F, ასევე დისტანციურ, სიქნრონულ და ასინქრონულ რეჟიმებში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია “ცოდნის საზოგადოების” პირობებში
- სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის (მენეჯმენტის) უნარი;
- შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირე ბის უნარი;
- აცნობიერებს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებულ სისტემებთან, მ.შ.კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებულ რისკებს, თაღლითობებს, რაც გამოუმუშავებს მოცემულ სფეროსთან დაკავშირებული ღირებულებებისადმი (კეთისლინდისიერება) თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარს;
- ობიექტურად აფასებს და აუმჯობესებს ორგანიზაციის IT მენეჯმენტსა და IT მმართველობას;
- აცნობიერებს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას, სამართლიანობას, ადამიანის უფლებებს, მისი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.
|