ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ინგ)
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. თუ აპლიკანტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი FCE (First Certificate in English), მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენის B2 დონის საუნივერსიტეტო გამოცდა (60% დადებითი შეფასება).
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი კვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით; კურსდამთავრებულს მისცეს კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაბამისი თეორიების ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, განუვითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარი და შეძლოს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების, განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და წინასწარი იდეების დანერგვა; მისცეს უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძველების, თანამედროვე დაპროგრამირის ენების, ოპერაციული სისტემას, კომპიუტერის არქიტექტურის, კომპიუტერული ქსელის, მონაცემთა ბაზის, ვებ–ტექნოლოგიების, გეოინფორმაციული სისტემის, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მართვა, ხელოვნური ინტელექტის და კიბერ უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა. განუვითაროს თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ–ჩვევები. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში მონაცემების კომპიუტერული დამუშავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებად, ვებ–დიზაინერებად, კომპიუტერული ქსელის სპეციალისტებად, კიბერუსაფრთხოების, მობილური აპლიკაციების და თამაშების შექმნის სპეციალისტებად. პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle აკადემიების სასწავლო კურსები, სტუდენტებს დამატებით მისცემს შესაძლებლობას მიიღონ კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო დოკუმენტები.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • ფლობს და იაზრებს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების საფეხურებსა და ტენდეციებს;
  • ფლობს უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძვლებს;
  • ფლობს საოფისე სისტემებს;
  • ფლობს თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა და არქიტექტურის საფუძვლებს;
  • ფლობსდა განანსხვავებს  თანამედროვე დაპროგრამების ენების (C++, C#, Java) სტრუქტურასა და სინტაქსს;
  • ფლობს ვებ–დეველოპმენტის საფუძვლებს,
    კომპიუტერული ქსელების დაგეგმარებას, მართვისა და უსაფრთოხოების საკითხებს;
  • ფლობს მონაცემთა ბაზების პროექტირებისა და მართვისა საკითხებს;
  • ფლობს MapInfo-ს საფუძვლებს;
  • ფლობს Android პლათფორმაზე მობილური აპლიკაციის შემქნის საფუძვლებს;
  • ფლობს  IT სერვისების და პროექტების მართვის საკითხებს;
  • ფლობს კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:
  • ადგენს მარტივ მათემატიკურ და ფიზიკურ მოდელებს და ხსნის ამოცანებს;
  • თანამედროვე პროგრამირების ენებზე (C++, C#, Java) შეიმუშავებს პროგრამული უზრუნველყოფას;
  • ეფექტურად მუშაობს კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან და საოფისე პროგრამებთან;
  • ადგენს სხვადასხვა ტიპის და სტანდარტების მოწყობილობების თავსებადობას;
  • ქმნის მრავალფუნქციონალურ ვებ-გვერდებს;
  • ახდენს მცირე კორპორატიული ქსელების პროექტირებას, გამართავს და ადმინისტრირებს მათ, დაადგენს და აღმოფხვრის  ხარვეზებს, გამოავლენს და აღმოფხვრის  საერთო ქსელურ პრობლემებს;
  • შეიმუშავებს, მართავს და იყენებს თანამედროვე მონაცემთა ბაზებს;
  • MapInfo-ს გამოყენებით შეიმუშავებს და მართავს  გეოინფორმაციულ სისტემას;
  • ადექვატურად იყენებს კიბერ უსაფრთხოების მარეგულირებელ სამართლებრივ რეგულაციებს;
  • ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით დაადგენს და აანალიზებს  ალგორითმების ეფექტურობას;
  • აკეთებს დასკვნებს  ვებ–გვერდების ინფორმაციული და გრაფიკული დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით;
  • აკეთებს დასკვნებს   მცირე კორპორატიული ქსელების დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით;
  • პროფესიული საქმიანობის სფეროში, თემატური საკითხების გარკვევისათვის აწარმოებს ანალიზს და აკეთებს დასკვნებს;
  • აკეთებს დასკვნებს  მონაცემთა ბაზის შექმნის და ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით;
  • აკეთებს დასკვნებს  ანდროიდის პლატფორმის სტრუქტურის და ფუნქციონირების შესახებ;
  • იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
  • მონაწილეობს პროფესიულ დისკუსიაში და შედეგებს წარმოადგენს  წერილობით (ამოცანის ამოხსნა, ამოცანის გადაწყვეტის ალგორითმი და შესაბამისი პროგრამა, რეფერატი და ა.შ.) და ზეპირი მოხსენებით;
  • წარმოდგენს  პროექტს/რეფერატს და მონაწილეობს დისკუსიაში შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:
  • თანმიმდევრულად და მრავალმხრივად აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს;
  • მიღებული ცოდნის საშუალებით აგრძელებს  სწავლის პროცესს;
  • ახდენს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირებას;
  • მუდმივად განაახლებს პროფესიულ სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარ ცოდნა / უნარებს;
  • დამოუკიდებლად იმაღლებს ცოდნას, საჭირო ლიტერატურის მოძიებისა და მისი გამოყენების გზით;
  • აცნობიერებს ინფორმატიკის სფეროში საკუთარი ცოდნის დაცვის მნიშნელობას  და პატივს სცემს  სხვა სპეციალისტების შემოქმედებითი მიღწევებს;
  • იღებს პასუხისმგებლობას მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
  • ენობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე მუდმივად ცვალებად მზარდი მოთხოვნების შესაბამის მსოფლიო მიღწევებს.
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი