ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 0
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. ამასთან, მათ მოეთხოვება სადოქტორო პროგრამაზე გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამისი კვლევის წერილობითი კონცეფციისა და ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საკონსულტაციო საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კანდიდატის მიერ წერილობით და ზეპირი სახით წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობას კანდიდატის კვლევით უნარებთან ისევე, როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სამეცნიერო თემატიკასა და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევის წარმოება და ახალი ცოდნის შექმნა კომპიუტერულ მეცნიერების დარგში, სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის მიზნით. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში აკადემიურ/ სამეცნიერო პოზიციებზე, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში ანალიტიკურ, IT მენეჯერულ და კომპანიის განმავითარებელი საქმიანობის ჯგუფებში.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • საფუძვლიანად ფლობს,  აღწერს და ჩამოთვლის პედაგოგიკის საკითხებს, სწავლისა და სწავლების თანამედროვე თეორიებს, პრაქტიკულ მეთოდებს, შეფასების სისტემებს;
  • აღწერს  დარგის და კვლევის თემატიკის სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევის თანამედროვე მეთოდებს
  • აღწერს და განმარტავს აკადემიურ სტილში სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პუბლიკაციის წერის პრინციპებს
  •  სიღრმისეულად ფლობს და ხსნის ალგორითმების თეორიას
  • ხსნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვლევითი პროექტების მომზადების, მართვის, შეფასების საკითხებს. აღწერს სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და დაფინანსების სქემებს.

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:
  • თანამედროვე მეთოდების გამოყენებით დამოუკიდებლად განხორციელებს კვლევას.დამოუკიდებლად გეგმავს, ასრულებს ნაშრომს და ახდენს შედეგების ეფექტურობის მონიტორინგის
  • ფლობს სხვისთვის სწავლების უნარს; შეძენილ მეცნიერულ ცოდნას უზიარებს სტუდენტებს
  • იაზრებს პრობლემებს და გადაწყვეტს მათ ალგორითმულად
  • მოიძიებს კვლევისთვის შესაბამის დაფინანსების წყაროს; ადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს მისადაგებულ კვლევით პროექტებს; ამზადებს სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პროდუქციას (სტატია, მოხსენება, პოსტერი და სხვ.) იყენებს სამეცნიერო მონაცემთა ბაზებს
  • კვლევის მეთოდების გამოყენებით ახდენს კრიტიკულ ანალიზს, მიღებულ შედეგებს აჯერებს მეცნიერულად
  • ემპირიული და თეორიული კვლევების პროცესში ახდენს განსხვავებული მოსაზრებებისა და მიდგომების კრიტიკულ ანალიზს და აკეთებს  მკაფიოდ არგუმენტირებულ დასკვნას;
  • წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით როგორც საკუთარი, ასევე სხვა კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო აქტივობაზე აკეთებს ობიექტურ დასკვნას
  • მიზნობრივ აუდიტორიასთან ამყარებს კომუნიკაციას
  • დარგის სპეციალისტებთან (და არასპეციალისტებთან) წარადგენს პროექტს/ სამეცნიერო სტატიას/ანგარიშს,  ერთვება დისკუსიაში, აკადემიურად აყალიბებს აზრს და ასაბუთებს  მეცნიერულად
  • ახდენს რთული და კომპლექსური ტექსტის კომპრესირებას ანალიზისა და სინთეზირების გზით;
  • კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ეფექტურად წარმოაჩენს ახალი ცოდნას, მეცნიერული დასკვნებსა და არგუმენტებს
  •  სწავლისა და სწავლების სფეროს უახლესი მიღწევების გათვალისწინებით გეგმავს და წარმართავს პედაგოგიურ პროცესს;
  • კვლევის პროცესში მოიძიებს და შეისწავლის დარგის ახალ მიღწევებს

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:
  • სამეცნიერო საქმიანობას აღიქვამს, როგორც საერთაშორისო პროცესის შემადგენელ ნაწილს, ხოლო კონკრეტულ კვლევას – როგორც შედეგზე ორიენტირებულ პროცესს;
  • დამოუკიდებლად იძიებს, აანალიზებს და ორიგინალური  კვლევის მეთოდიკის საფუძვლად ხდის დარგში მიღწეულ უახლეს შედეგებს;
  • კონსტრუქციულ მონაწილეობას იღებს სამეცნიერო რეფერირების/ ექსპერტიზის პროცესში, რაც ობიექტურად შეფასების გარდა გულისხმობს სხვისი მიღწევების პატივისცემასა და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი