პროგრამა: |
ისტორია |
სწავლების ენა: |
ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: |
|
პროგრამის მოცულობა: |
60 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: |
სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ჰუმანიტარულ, სოციალურ და ქცევით, ინტერდისციპლინურ ან სამართლის მეცნიერებებში, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას და გაივლიან გასაუბრებას სპეციალობაში (გასაუბრების თემატიკა განთავსებულია ვებგვერდზე).
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს:
ა) კანდიდატის კვლევით უნარებს;
ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასა და ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან.
პირობები და პროცედურები უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, შიდა და გარე მობილობის წესთან დაკავშირებით მოცემულია საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულებაში ვებ-გვერდზე: https://ug.edu.ge/ge/sauniversiteto-debuleba-full/100 |
პროგრამის მიზანი: |
პროგრამის მიზანია მოამზადოს, ისტორიის სხვადასხვა ქვედარგში (საქართველოს ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ისტორია, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია - გამომდინარე დოქტორანტის არჩევანიდან), მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია:
- დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა, რითაც ხელს შეუწყობს ისტორიის სფეროში ახალი ცოდნის შექმნასა და დანერგვას, ისტორიის დარგის განვითარებას საქართველოში, მის ინტერნაციონალიზაციასა და ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ წრეებში;
- მოამზადოს და ასწავლოს დარგის ცალკეული დისციპლინები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში;
- იყოს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე.
დასაქმების სფერო: ისტორიის დოქტორს შეუძლია დასაქმდეს როგორც მკვლევარი ან/და პედაგოგი სამეცნიერო–კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში, შესაბამისი პროფილის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში, ორგანიზაციებში, ფონდებში, ბიბლიოთეკებში, არქივებში, მუზეუმებში, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ტურიზმისა და მასმედიის სფეროში, გამომცემლობებში.
|
სწავლის შედეგი: |
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
კურსდამთავრებული:
- წარმოაჩენს ისტორიის მის მიერ არჩეულ ქვედარგში (საქართველოს ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ისტორია, ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია) სფეროს უახლეს მიღწევებზე დაფუძნებულ ცოდნას, რომელიც დარგის განვითარების კანონზომიერებათა და უახლესი კონცეფციების გათვალისწინებით, ამ ცოდნის გაფართოებისა და იმპლემენტირების საშუალებას იძლევა;
- განსაზღვრავს და აყალიბებს მეცნიერების ფილოსოფიის ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: სამყაროს მეცნიერული სურათის ტიპები, მათი სტრუქტურული თავისებურებები და ფუნქციები; სამყაროს მეცნიერული სურათის ევოლუცია; ევოლუციური პარადიგმების თავისებურებები; ისტორიული, სისტემური, სოციოლოგიური და ანთროპოცენტრისტული პარადიგმების არსი; მეცნიერული პარადიგმების ცვლის მიზეზები;
- განსაზღვრავს საუნივერსიტეტო სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის პრინციპებს და ტექნოლოგიების ცოდნა სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიების გათვალისწინებით;
- განიხილავს თვისებრივი კვლევის მეთოდებს და არჩევს საკვლევი თემისთვის რელევანტურ მეთოდს/მეთოდებს, რომელიც/რომლებიც იძლევა ვალიდურ შედეგს.
უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:
კურსდამთავრებული:
- კრიტიკულად აანალიზებს და ობიექტურად აფასებს ქართულ და/ან უცხოურ ისტორიოგრაფიაში არსებულ ახალ მიდგომებსა და განსხვავებულ პოზიციებს, დამოუკიდებლად განსაზღვრავს ისტორიის სამეცნიერო სფეროსთვის აქტუალურ თემატიკას, არჩევს, იძიებს და იყენებს შესაბამის ისტორიულ წყაროებს და უახლეს მიღწევებს, გამოთქვამს ვარაუდს და ჰიპოთეზებს და იმუშავებს (ახალი ფაქტებით დამოწმებული) კომპლექსური პრობლემის დამოუკიდებლად, მაქსიმალურად სწორი და ეფექტური გადაწყვეტის გზებს;დამოუკიდებლად გეგმავს და ანხორციელებს კვლევას; ობიექტურად აფასებს არსებულ ცოდნასა და ღირებულებებს და კვლევითი და ანალიტიკური მიდგომებით ქმნის ახალ ცოდნას;
- წარმოადგენს ნათლად და დასაბუთებულად ისტორიის სფეროს პრობლემური და აქტუალურ საკითხებს წერილობითი (რეფერირებად პუბლიკაციებში) და ზეპირი ფორმით (პრეზენტაცია, დებატები, კონფერენციები და ა.შ.) სამეცნიერო ტიპის ტექსტების შექმნისა და გაფორმების ყველა სტანდარტს დაცვით, მშობლიურ და ინგლისურ ენაზე პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ამ საკითხებზე არსებული კვლევების კონტექსტში;
- აფასებს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებსა და მეთოდებს, ირჩევს და უპირატესობას ანიჭებს მათგან ყველაზე ეფექტურს სასწავლო პროცესში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მთავარი პრინციპების დანერგვისათვის, სასწავლო კურსების, სასწავლო-მეთოდური მასალის, დამოუკიდებლად მომზადებისა და იმპლემენტაციისათვის სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეში.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:
კურსდამთავრებული:
- სფეროსთვის აქტუალური ინფორმაციის სინთეზირების საფუძველზე ქმნის მეცნიერული ღირებულების მქონე სადოქტორო ნაშრომს და პუბლიკაციებს აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების დაცვით;
- პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და კულტურათა მრავალფეროვნებას და ამკვიდრებს აკადემიური ან/და პროფესიული ეთიკის პრინციპებს.
|