სიახლეები
Microgear
მიზანი
ERASMUS+ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის Micro-GEAR მიზანია მხარი დაუჭერს სტრუქტურულ რეფორმებს საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სექტორში, დანერგოს და ხელი შეუწყოს მიკრო სერთიფიკატების ფართო გავრცელებას, როგორც უმაღლესი განათლების შესაბამისობის, ხარისხისა და მოქნილობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს. პროექტი ეფუძნება ევროპული საბჭოს რეკომენდაციას უწყვეტი სწავლისა და დასაქმების მიკრო სერთიფიკატების კონცეფცია და მიზნად ისახავს ორ ქვეყანაში ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოების განახლებას, კონსენსუსის დამყარებას მიკროკრედიტების პრინციპების შესახებ. პროექტი ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო აქტივობებს მიკრო სერთიფიკატებისთვის დანერგვას და აღიარებას.
პროექტის პარტნიორები არიან ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, სომხეთის უნივერსიტეტები. პროექტში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ასოსციაცია გრენა. პროექტის კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სამუშაო ვიზიტი რომში 2024 წლის 3-6 ივნისი
3-6 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრები ქ.რომში, რომის ევროპის უნივერსიტეტსა (UER) და აკადემიური ეკვივალენტობის მობილობის საინფორმაციო ცენტრში (CIMEA). საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ პროფესორები კახაბერ თავზარაშვილი, ირაკლი ნოსელიძე და ხარისხის სამსახურის უფროსი არჩილ ჯანგირაშვილი.
ვიზიტი მიზანი იყო Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, მიკრო კრედიტებთან დაკავშირებით სტატუს-კვოს განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოსა და სომხეთში (WP1).
ქართველი ექპერტების სამუშაო ჯგუფის წევრები სტუმრობენ UER-ს, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ გამოცდილება და ცოდნა, იკრო სერთიფიკატებთან დაკავშირებით გაცნობოდნენ ევროპულ უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკასა და ევროპული მიდგომების განხორციელების მეთოდოლოგიას ეროვნულ კონტექსტში. შეხვედრებზე განხილუილი იყო იტალიის საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებული მიკრო სერთიფიკატების კურსების მაგალითები და რეგიონული მიკრო სერთიფიკატების კვლევის მეთოდოლოგია. ევროპელი კოლეგების გამოცდილებიდან გამომდინარე, იტალიელმა პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაციას ყველა იმ ასპექტზე, რომელიც უკავშირდება ციფრული მიკრო სერთიფიკატების გაცემისა და აღიარების საკითხებს, ხოლო ქართველმა პარტნიორებმა წარმოაჩინეს თავიანთ გამოცდილებას ამ სფეროში. შეხვედრები სტრუქტურირებული იყო ოთხ მთავარ საკითხზე:
შეხვედრის დასასრულს პარტნიორებმა განიხილის მომავალი სამუშაო გრაფიკი და განაწილებული დავალებები.
სასტარტო შეხვედრა ქ.თბილისში 2024 წლის 17-18 იანვარი
Micro-GEAR პროექტის საწყისი შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 17-18 იანვარს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები და ძირითადი დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის განათლების სამინისტროების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა.
შეხვედრების განმავლობაში, Micro-GEAR-ის პარტნიორებმა იმუშავეს პროექტის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმაზე, განსაზღვრეს პრიორიტეტები და დეტალურად დაგეგმეს მომავალი ნაბიჯები. პარტნიორებმა ასევე გაუზიარეს ინფორმაცია მათი ორგანიზაციის პროფილისა და პროექტში საკუთარი როლის შესახებ.
პროექტის მენეჯერებმა განიხილეს პასუხისმგებლობები, რესურსები, ონლაინ პლატფორმები და ხარისხის შეფასების შესაძლებლობები. შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა ერთობლივ ძალისხმევას საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემებში მიკროკრედიტების დანერგვის მიზნით. პარტნიორებმა წარმოადგინეს Micro-GEAR პროექტის ძირითადი ასპექტები და ხაზი გაუსვეს მის პოტენციურ გავლენას ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემებზე. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პარტნიორების პრეზენტაციები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ფონზე, სტატუს კვოსა და საგანმანათლებლო საჭიროებებს.