რას ვისწავლი?

სად დავსაქმდები?

 ვინ გამოვალ? 


თუ აბიტურიენტი ხარ და პროფესიას ირჩევ, რომლითაც საკუთარ ნიჭს და შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ წარმოაჩენ, მაგრამ არ გაქვს ამომუწურავი ინფორმაცია შენს მიერ შერჩეული პროფესიის შესახებ, მაშინ მოდი საქართველოს უნივერსიტეტში, პროფესიების კვირეულზე (18- 22 მარტი) და მიიღე პასუხი ყველა კითხვაზე.

შენ შესაძლებლობა გექნება შეხვდე სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებულ ადამიანებს, არაფორმალურ გარემოში, რომლებიც გულწრფელად გაგიზიარებენ საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას, მოგცემენ რჩევებს და გაგაცნობენ დასაქმების ბაზარს, რაც დაგეხმარება სწორი გადაწვეტილების მიღებაში.

პროფესიების კვირეულზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროფესია/პროფესიები: https://goo.gl/NKR6j9

 

პროფესიების კვირეულის განრიგი:

 

პროფესია: ბიზნესის ადმინისტრირება ( მენეჯერი; მარკეტოლოგი; ფინანსისტი; ბუღალტერი)

სპიკერი: ნათია გოლიაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი და მცირე და საშუალო ბიზნესების კონსულტანტი საექსპორტო შესაძლებლობების კვლევაში. ნათია ასევე არის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ტექნიკური დახმარების კომპონენტის დირექტორი; ნათია არის კომპანია BP-ს USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების პროექტების კონსულტანტი/ექსპერტი ფინანსურ საკითხებში. ის ასევე არის სხვადასხვა პროექტების ტრენერი მეწარმეობის მიმართულებით.

ნათია მონაწილეობდა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახელმძღვანელოების შემუშავებაში TBC ბანკთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად.

ნათია გოლიაძე ასევე არის საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი.

თარიღი: 18 მარტი
დრო: 16:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: საჯარო მმართველი

სპიკერი: ნოდარ ხერხეულიძე საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი

თარიღი: 18 მარტი

დრო: 16:30 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია 

 

პროფესია: ეკონომისტი

სპიკერი: გიორგი ლომიძე - თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს ეროვნულ ბანკში.
გიორგი არის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) კონსულტანტი და მუშაობს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში. გიორგი არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენდმუნდ მასკის პროგრამის მონაწილე და დამთავრებული აქვს ოჰაიოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

გიორგი ლომიძე ასევე არის საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი.

თარიღი: 18 მარტი
დრო: 17:00
სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: სტომატოლოგი

სპიკერი:  ელენე გიგინეიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის წევრი

თარიღი: 19 მარტი,

დრო: 12:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: ექიმი  

სპიკერი: ნათია ლანდია - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ,,ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგობრივი კომისიის წევრი, AMSE - ს ექსპერტთა ჯგუფის წევრი საქართველოდან. ექიმი - კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი - MD, მაგისტრი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში - MHA

თარიღი: 19 მარტი

დრო: 13:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: ჯანდაცვის ადმინისტრირების სპეციალისტი

სპიკერი:  მარიამ ლობჯანიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი.

თარიღი: 19 მარტი

დრო  14:00

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: ფარმაცევტი

სპიკერი: ელზა ნიკოლეიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ფარმაცის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, კლინიკურ ფარმაცევტთა ევროპის ასოციაციის წევრი

თარიღი 19 მარტი

დრო: 15:00

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: ექთანი

სპიკერი: მაია გოგაშვილი -საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის  საექთნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ექთნების განათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი

თარიღი: 19 მარტი

დრო: 16:00

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია იურისტი

სპიკერი: ანი ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

ანი არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (ADREE) დამფუძნებელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის დავების მედიატორი. 

2008 წლიდან არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სამართლებრივი ექსპერტი.

იგი ასევე ამზადებს სამართლის სტუდენტურ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებისთვის.

თარიღი: 19 მარტი

დრო:  18:00 საათი

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი #519 აუდიტორია

 

პროფესია: ხელოვნებათმცოდნე

სპიკერი:  თინათინ ღუდუშაური,  პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის თანახელმძღვანელი.

თარიღი: 20 მარტი

დრო: 11:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: ისტორიკოსი

სპიკერი: ცირა ჩიკვაიძე, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის უფროსი.

თარიღი: 20 მარტი
დრო: 12:00
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: ფილოლოგი (ინგლისური ფილოლოგია)

სპიკერი: მაკა ჩხეიძე, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

თარიღი: 20 მარტი
დრო: 13:00
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: არქეოლოგი

სპიკერი: დავით ბერიკაშვილი,  პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

თარიღი: 20 მარტი
დრო: 14:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: ფილოლოგი (ქართული ფილოლოგია)

სპიკერი: ნანა შავთავალაძე, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროს- ქართული ფილოლოგიის პროგრამის შესახებ.

თარიღი: 20 მარტი
დრო:15:00სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: აღმოსავლეთმცოდნე

სპიკერი: ალექსანდრე ჭულუხაძე, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის უფროსი.

თარიღი: 20 მარტი
დრო: 16:00სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი

სპიკერები:  მაია წერეთელი - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინტერიერის დიზაინერი, 2015, 2016, 2017 წლების საერთაშორისო არქიტექტურული პრემიის გამარჯვებული

ნინო ჟღენტი - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინტერიერის დიზაინერი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

ნინო ლაღიძე, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის  დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, ,,საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის,, დამფუძნებელი და თავმჯდომარე;

თარიღი: 20 მარტი
დრო: 17:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,
IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

პროფესია: მათემატიკოსი

სპიკერი: ემზარ ხმალაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.  მისი კვლევების სფეროს წარმოადგენს ჰომოლოგიური და ჰომოტოპიური ალგებრა, კატეგორიათა თეორია, არაასოციური ალგებრები და მათემატიკური კრიპტოგრაფია. აქვს საერთაშორისო სამეცნირო პროექტების განხორციელების, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში მუშაობის, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზების დიდი გამოცდილება. არის წამყვან მათემატიკურ ჟურნალაბში გამოქვეყნებული 40-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. 

თარიღი: 21 მარტი

დრო: 15:30 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

 

პროფესია: ინფორმატიკოსი (IT)

სპიკერი: სულხან სულხანიშვილი - ინფორმატიკა ერთ ერთი წამყვანი სერთიფიცირებული და ავტორიზირებული ინსტრუქტორია Microsoft Academy-ს, Oracle Academy-ს, Palo Alto Networks Academy-ს და Cisco აკადემიების.  არის საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის და IT ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც ტრენერის ასევე მოდერატორის სახით.
იგი არის საქართველოს უნივეტსიტეტის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი.

თარიღი: 21 მარტი

დრო: 16:30

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტირია

 

პროფესია: ელექტრონული ინჟინერი

სპიკერი: ირაკლი ნოსელიძე  - საქართველოს უნივერსიტეტის ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფიზიკის აკადემიური დოქტორი. მისი კვლევების თემატიკაა "ატომური დაჯახებები, ნანოსტრუქტურული მასალები და ნანომასშტაბის ფიზიკური მოვლენები. აქვს მეცნიერების სფეროს მენეჯმენტის დიდი გამოცდილება, მათ შორის, ინოვაციურ კვლევების განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებაში. 

თარიღი: 21 მარტი

დრო: 17:30

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია

 

 

პროფესია: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი (PR)

სპიკერი: ანი გვათუა  სარეკლამო კომპანია ,,მეტროს" ექაუნთ მენეჯერი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

თარიღი:22 მარტი

დრო: 14:00სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #710 აუდიტორია

 

პროფესია: ფსიქოლოგი

სპიკერი: ნანა ბურდული - EAGT გეშტალტთერაპევტი, საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფრო; ფსიქოლოგიის დოქტორი.

თარიღი: 22 მარტი

დრო: 15:00სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #710  აუდიტორია

 

პროფესია: დიპლომატი; პოლიტოლოგი

სპიკერი: გია ჯაფარიძე - საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, დიპლომატი.

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამების ლექტორი;

თარიღი: 22 მარტი

დრო: 16:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #710  აუდიტორია

 

პროფესია: ჟურნალისტი

სპიკერი:  გოდერძი შარაშია - ჟურნალისტი, ტელეკომპანია ,,იმედის" გადაცემა ,,დღის შოუს" წამყვანი, საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მოწვეული ლექტორი

თარიღი:22 მარტი

დრო: 17:00სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #710 აუდიტორია 







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი