სიახლეები
2021 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოველკვარტალურ სამეცნიერო ჟურნალის ტურიზმის განყოფილებაში დაიბეჭდა სამეცნიერო სტატია საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი მარი ბანძელაძისა და აღმოსავლეთ-უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტის ოთარ ჯაფარიძის თანაავტორობით. გთავაზობთ ჩვენ მიერ სტატიის ავტორებთან ჩაწერილ ინტერვიუს.
ჩვენს მიერ ორგანიზებული კვლევის „მთის ტურიზმის პრობლემები და განვითრების პერსპექტივები საქართველოში“-ს დაგეგმვისა და განხორციელების საჭიროება განაპირობა ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი შემოსავლიანი ბიზნესის მზარდი განვითარების ფონზე - საქართველოს პირობებში ამ სფეროს მდგრადი განვითრების პრობლემებმა, რაც ძირითადად უკავშირდება მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას თან ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას რეგიონის კულტურულ-ისტორიული და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ავთენტურობას.
როგორც ვიცით, ტურისტებს (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო) ძალზედ იზიდავს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება - მის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, თუმცა გარდა სანახაობითი და სათავგადასავლო მხარისა, მათ ინტერესს ასევე წარმოადგენს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არსებობა (როგორებიცაა საგზაო და ჰიგიენური ინფრასტრუქტურა, სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების ადგილები, კომუნიკაციის საშუალებები და ა.შ>.), რომლის არქონაც დიდწილად უშლის ხელს ტურისტული ადგილების ათვისებას და ამ დარგის განვითარებას.
არადა მთის ტურიზმი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში (სადაც ამის გეოგრაფიული მზაობაა) - ტურისტული მიმოსვლების ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მდებარეობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საუკეთეო საშუალებაა ჩვენც სათანადოდ განვავითაროთ ეს მიმართულება და ამით გავზარდოთ როგორც ფინანსური მოგების წილი, ასევე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე.
ამდენად, კვლევის წარმოების საჭიროება გამოწვეული იყო ერთის მხრივ მთის ტურიზმის მიმართულებით არსებული არაერთი პრობლემის იდენტიფიცირების და მეორეს მხრივ ტურისტული ქცევის პრეფერენციების დადგენის საჭიროებით.
კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი შედეგების მიხედვით ჩვენ შევძელით დაგვესტრუქტურირებინა ის მთავარი პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით მთის ტურიზმის მიმართულებით - ტურისტული კომპანიების, გიდების თუ ტურისტების გადმოსახედიდან და ასევე შეგვექმნა ტურისტების პროფილები. ეს მონაცემები მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული მხარეებისთვის, რადგან ის დაეხმარება ერთის მხრივ არსებულ პრობლემათა მოგვარებაში - მათი მნიშვნელოვნების ხარისხის მიხედვით. ხოლო მეორეს მხრივ, მიაწვდის ინფორმაციას იმ სურვილებსა თუ მოთხოვნებზე, რაც სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებს (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო) აქვთ საქართველოში მოგზაურობისას - ეს კი ჩვენი მხრიდან არსებულ ტურისტულ შეთავაზებებს მეტად ბაზარზე მორგებულს და ამდენად, გაყიდვადს გახდის.
გაყიდვადი ტურები კი პირდაპირ აისახება როგორც ცალკეული ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
კვლევის შედეგების გავლენა კონკრეტულ ადამიანთა ყოფაზე მითუფრო მნიშვნელოვანია პანდემიური ფონის გათვალისიწინებით, რადგან პანდემიამ ტურიზმი შეიძლება ითქვას - ყველაზე მეტად დააზარალა. პოსტ-პანდემიური მოლოდინების ცოდნაზე კი რათქმუნდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ სფეროში ჩართული როგორც ბიზნესების, ასევე კონკრეტული ადამიანების ბედი - ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა კი პოსტ-პანდემიური მოლოდინების იდენტიფიცირებაზეც იყო მიმართულია და ამდენად, მეტად აქტუალური თანამედროვე სინამდვილეში.
ტურიზმის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით კვლევებში საინტერესო იქნება იმ სტუდენტების ჩართულობა, ვინც ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობს (განსაკუთრებით კი ტურიზმის ბიზნესის მიმართულებით). მთის ტურიზმი ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია ზოგადად ბიზნესებს შორის, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების პროცესში რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამიზნე სეგმენტის ზედმიწევნით ცოდნა - მათი პრობლემების, მოთხოვნილებების, სურვილების და საჭიროებების, ასევე ქცევის მახასიათებლების გათვალისწინებით - რათქმაუნდა ახალი არაა!
ამიტომ, კვლევით საქმიანობაში ჩართულობა, სტუდენტებს მისცემთ ერთის მხრივ მათთვის საინტერესო სფეროს შესახებ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო ინფორმაციას, მეორეს მხრივ კი შესძენს ზოგადად კვლევითი საქმიანობის გამოცდილებას - რაც არაერთგზის გამოადგებათ თავიანთ კარიერულ ასპარეზზე.
კვლევის წარმართვის მთავარი გამოწვევა და სირთულუ უკავშირდებოდა მისი ტექნიკურად ჩატარების პროცედურებს, კერძოდ - როგორც უკვე იცით, კვლევა ჩავატარეთ აქტიურ პანდემიურ სეზონზე, რაც ზღუდავდა რესპონდენტებთან როგორც პირსპირ ინტერვიუების წარმართვის შესაძლებლობებს (რეგულაციების გათვალსიწინებით), ასევე უცხოელი ტურისტების მოძიების პროცესს - არადა, კვლევის მიზნის და მისი ამოცანების გათვალისწინებით - ჩასატარებელი იყო სიღრმისეული ინტერვიუები ტურიზმის სფეროს ექსპერტებთან, გიდებთან და ტურისტულ კომპანიებთან. ასევე მოსაძიებელი იყვნენ ქართველი და უცხოელი ტურისტები რაოდეობრივად საჭირო მოანაცემების მოგროვების თვალსაზრისით. პანდემიის გამო არსებულმა ჩაკეტილმა საზღვრებმა და შიდა რეგულაციებმა კი ეს პროცესი საკმაოდ გაგვირთულა - ფაქტიურად ფორს-მაჟორში ჩავატარეთ მოცემული კველვა, თუმცა მისი შედეგების გათვალისწინებით, ნამდვილად ღირდა წვალებად J
კვლევის შედეგები გავუზიარეთ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს - ტურიზმის დეპარტამენტს, ტურისტულ კომპანიებს, გიდებს - რაც ბუნებრივია დაეხმარებათ მათ ამ სექტორში არსებული და კვლევაში ხაზგასმული პრობლემების უფრო თვალნათლივ დანახვაში და მისი გადაჭრის გზების ძიებაში - მითუფრო, რომ ნაშრომის ვრცელ დოკუმენტში რეკომენდაციებიც გვქონდა შეთავაზებული არსებულ პრობლემათა მოგვარების ხელშესაწყობად.
სამწუხაროდ კვლევას გარე დაფინანსება არ ჰქონია - ყველა ადმინისტრაციული თუ პროცედურული ხარჯი გავწიეთ კვლევის ავტორებმა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ - კვლევის წარმოების პერიოდი დაემთხვა პანდემიურად ძალზედ აქტიურ და პრობლემურ პერიოდს, რის გამოც ბევრი სტრუქტურის და მათ შორის შესაძლო დამფინანსებელების საქმიანობაც იყო არანორმირებული - ამიტომ, ვერ დაველოდებოდით სიტუაციის ჩაწყნარებას, რადგან კვლევაში მიმოხილული პანდემიური გავლენების შესწავლა ცხელ, ახალ და ნათელ კვალზე უნდა მომხდარიყო და არა პოსტ-ფაქტუმ.