ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


24 February 2022
"საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორის სტატია "მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჟურნალში" გამოქვეყნდა.

"საქართველოს უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორის, დოქტორ ნათია სურმანიძის სტატია სათაურით "პრივატიზაცია საქართველოში და მისი გამოწვევების" "მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჟურნალის" ივლისი აგვისტორ ნომერში გამოქვეყნდა. სამეცნიერო სტატიის შესახებ ჩვენს შეკითხვებს თავად ავტორი უპასუხებ

 

1.         რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?

რივატიზაციის პროცესი საშუალო ფენის ფორმირების ძლიერ ინსტრუმენტად იქცა ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. ამწუხაროდ საქართველოში იგივე ეფექტებს ვერ მივაღწიეთ და გვაქვს ის რეალობა სადაც სოციალური პრობლემები ძალიან მწვავეა. ნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი ინსტიტუციური მოწყობა. ახელმწიფო არ და ვერ იქნება მეწარმე, ამდენად მას არ სჭირდება საკუთარი კომპანიები. ემი სიტყვების ჭეშმარიტებას საქართველოს სახელმწიფო საწარმოების ფინანსური რეპორტები ადასტურებს მეტად რომ არ განვავრცო. ვენი გადასახადებით ვაარსებებთ საწარმოებს, რომლებიც მარტივად რომ ვთქვათ წამგებიანია და მეორე მხრივ გვაქვს მწვავე სოციალური პრობლემები. ვლევაში წარმოდგენილია რამდენიმე იდეა და ყველა მაინც იქეთკენ მიდის, რომ აუცილებელია ამ კომპანიების კერძო სექტორში გადასვლა, თავისუფალმა ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს მათი სამომავლო ბედი და არა პოლიტიკურმა ნებამ.

2.         კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი ამ საკითხებს?

ვლევის საგანი არის პრივატიზაციის პროცესში სახელმწიფოს საკუთრებაში ან შერეულ საკუთრებაში დარჩენილი საწარმოები, რომლებიც აუცილებელია გადავიდეს კერძო საკუთრებაში, რათა მოხდეს ბიუჯეტიდან მათი ჩამოშორება, რაც მომგებიანია პირიქით უნდა იხდიდეს ბიუჯეტში, რაც წამგებიანია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ქ შესაძლოა ოპონირება იმაზე, რომ გაიზრდება უმუშევრობა, თუმცა სახელმწიფო დამსაქმებელი ეს ავტომატურად ბიუროკრატიის ზრდას ნიშნავს პირდაპირ თუ ირიბად, რაც ავტომატურად არაეფექტიანია. ეფორმები ყოველთვის მტკივნეული, მითუმეტეს რადიკალური, თუმცა ამ დროს გონიერი საზოგადოება წარმატებულ შედეგზე აკეთებს ორიენტირებას. აქართველოს რეფორმების ისტორიას თუ გადავხედავთ, ამის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს.

3.         როგორ შეუძლიათ  სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?

ტუდენტები მომავალი პროფესიონალები არიან, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობის სფეროებში უნდა შეძლონ ჯანსაღი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. ემი აზრით ინსტიტუციური მოწყობის საკითხები, მით უფრო თანამედროვე საქართველოს ფონზე, როცა ამდენი პრობლემა გვაქვს, სტუდენტების მხრიდან აუცილებლად უნდა იმსახურებდეს ყურადღებას და გამოსწორების გზებზე ორიენტირებას.

4.         რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

თავარი გამოწვევა იყო ის, რომ წამომეწია ისეთი საკითხები, რაზეც ყველა დუმს, მაგალითად სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელიც სრულიად არაჯანსაღ კონკურენციაში არის კერძო დაცვის სამსახურებთან და ამ ტიპის პრივილეგია (იარაღის ტარების უფლებასთან დაკავშირებული) თავისუფალი ბაზრისთვის სრულიად დაუშვებელია, თუმცა საქართველოში ამას სახელმწიფო უწყობს ხელს.

5.         რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

აკითხით დავინტერესდი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე სახელმწიფო საწარმოები არაჯანსაღ კონკურენციაში შედიან კერძო სექტორთან. ვენ გამუდმებით ვისმენთ ტელევიზიებით თუ რამდენად ბევრ ადამიანს აქვს უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და ამ დროს არავინ საუბრობს ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან “ინსტიტუციურ ხაფანგებზე”, რაც ასე გვაცილებს ჯანსაღი განვითარების ტრაექტორიას.

6.         მოგვიყევით თქვენი თანაავტორების შესახებ.

ანაავტორი არ მყავს.

7.         რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?

აშრომთან დაკავშირებით რამდენიმე მკვლევარი დამიკავშირდა, ძირითადად ინდოეთიდან, ასევე მოეწყო შეხვედრა არაოფიციალურ ფორმატში, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების პრობლემებზე და გამოცდილებებზე.

8.         რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?

ამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა კვლევას არ ჰქონია.

 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი