ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას ჯანდაცვის პროფესიონალთა კომპეტენციების გაძლიერების სასერტიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N9 სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-481).

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (საავადმყოფო, ამბულატორია, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის და თანამშრომლებისთვის,  ასევე სხვა მომიჯნავე სფეროს წარმომადგენელი დაინტერესებული პირებისთვის, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

კურსზე წაკითხული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპები; 
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
  • ჯანდაცვითი სერვისები - სახელმწიფო პროგრამები და მართვის ასპექტები;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები; 
  • ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე, რეგულირების ძირითადი ასპექტები;
  • ვაქცინაციის პროცესის მართვა პანდემიის პირობებში;
  • საექთნო საქმე - პჯდ, ჰოსპიტალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი - ძირითადი პრინციპები;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
  • ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი;
  • ქეისების განხილვა (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პჯდ, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სერვისები, მოწვეული სტუმრები); 
  • ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ინდივიდუალური პროექტის მომზადება და დაცვა. 

სწავლების მეთოდები

ლექცია-პრაქტიკული, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ: 

  • ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
  • სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე; 
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

კურსს გაუძღვებიან:

  • ოთარ ვასაძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ქეთევან გოგინაშვილი, MSc, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი;
  • ნათია ლანდია, MD, PhDs - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დეპარტამენტის უფროსი;
  • მარიამ ლობჯანიძე, BMGT, MPH, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი;
  • თეა გამეზარდაშვილი, MD, PhD, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის პრეზიდენტი,  გერმანული ჰოსპიტლის დირექტორი; კლინიკა "რემედიქალის"  კლინიკური მენეჯერი;
  • მარინა დარახველიძე, MD, LLM, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი;
  • სიმონ გაბრიჭიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
  • მაია კერესელიძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
  • თინათინ ტურძილაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი, ფარმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმღვანელი, ფარმაციის ექსპერტი;
  • მაია გოგაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი;
  • მარინა შიხაშვილი, MD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში, ექსპერტი;
  • კახაბერ ჯაყელი, MBA, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაში;
  • გიორგი ჯღარკავა, MD, Msc - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ჯანდაცვის ელექტრონული სისტემებისა და სამედიცინო ინფორმატიკის ექსპერტი;
  • თემურ ვარდოსანიძე, MSc, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიაბეტის ცენტრის ფინანსური  მენეჯერი;
  • ნატა ყაზახაშვილი, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ პროფესორი. აკად.გ.ჩაფიძის სახ.გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ნია გიუაშვილი, MD, MPH, PhDs - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი გარემოს ჯანმრთელობის დარგში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვისა და JCI აკრედიტაციის მენეჯერ;
  • ნონა მაღრაძე MD, MHA, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  • ნათია სხვიტარიძე, MD, MBA, PhDc - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის კონსულტანტი;
  • თამარ ლობჯანიძე, MSc, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი, ას. პროფესორი, სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი.

 

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი - 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, შაბათი - 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.

 

კურსი იწყება 2024 წლის 22 ოქტომბერს და დასრულდება 2024 წლის 14 დეკემბერს.

 

კურსის ღირებულებაა 950 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია, სურვილისამებრ, განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 500 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (450 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელი), როდესაც  საფასურის გადამხდელია დაწესებულება, კურსის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 900 ლარს და დგება გადახდის სპეციალური პირობები.

 

ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციის გასავლელად ქვემოთ მოცემულ სარეგისტრაციო ფორმაში აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირთული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:  

1.       CV.

2.       პირადობის მოწმობის ასლი.

3.       უმაღლესი განათლების სერტიფიკატის ასლი.

4.       სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

სარეგისტრაციო გადასახადის (500 ლარი) გადარიცხვის საბუთი იტვირთება სარეგისტრაციო ფორმაში (შედის კურსის ერთიან ფასში).

საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი.

ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge

მობ.: 577 46 92 96; 599 88 44 13.

 

 









ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი