სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე
“კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა” (GDP)
სასწავლო კურსის მხარდამჭერია „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“.
კურსი შედგენილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) მიხედვით.
კურსი განკუთვნილია ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორების (ავტორიზებული აფთიაქი, საბითუმო რეალიზატორი და ბროკერი) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე პირებისთვის, ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირებისა და პერსონალისთვის. ასევე, ფარმაცევტული სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის, საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
კურსზე წაკითხული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· ფარმაცევტული რეგულირების სფერო
· ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების ჯაჭვის სუბიექტები
· ხარისხის მართვის სისტემა
· ხარისხის რისკის მართვა: ხარისხის რისკის მართვის პრინციპები, ეტაპები და ინსტრუმენტები (ჰარმონიზაციის საერთაშორისო საბჭოს სახელმძღვანელო ICH Q9)
· გადახრების მართვა
· მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები (CAPA)
· ცვლილებების კონტროლი
· პერსონალი, სწავლება, ჰიგიენა
· ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილურობა: სტაბილურობის კვლევის ტიპები, სტაბილურობის კვლევა და შენახვის პირობები
· შენობა-ნაგებობები და მოწყობილობა-დანადგარები
· ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება
· დოკუმენტაცია
· ოპერაციები
· ფარმაკოზედამხედველობა
· საჩივრები
· მობრუნებული ფარმაცევტული პროდუქტები
· სავარაუდოთ ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტები
· ფარმაცევტული პროდუქტის გამოთხოვა
· თვითინსპექტირება
· გარეკონტრაქტირება
· საბროკერო საქმიანობა
სწავლების მეთოდები:
· ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება.
შეფასების კრიტერიუმები:
· სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერითი გამოცდის ჩაბარება.
· წერითი გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი.
· წერითი ტესტის ტიპები: დახურული ტიპის ტესტები; ჭეშმარიტია/მცდარია ტიპის ტესტები; გამოტოვებული ადგილების შევსება; განმარტება.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
· ევროკომისიის კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP), ხარისხის მართვის სისტემის და ხარისხის რისკის მართვის პრინციპების გათვითცნობიერებას
· ევროკომისიის კარგი სადისტრუბუციო პრაქტიკის სტანდარტის და რეგულატორული მოთხოვნების დანერგვისა და შენარჩუნების საფუძვლების გააზრებას, ხარისხის მართვის მიმართ ისეთი სტრუქტურული მიდგომის გამოყენებით, როგორიც არის:
- აქტივობების პროცესის რუკის შედგენა
- აქტივობების კრიტიკული წერტილების განსაზღვრა
- აქტივობებზე პასუხისმგებლობების განსაზღვრა
- კრიტიკული წერტილებისთვის კონტროლის მექანიზმის განსაზღვრა
- პროცესის დოკუმენტირება.
კურსი მოიცავს 45 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე.
კურსის დასრულებისას ჩატარდება წერითი გამოცდა.
კურსი იწყება 2024 წლის 25 მარტს და დასრულდება 2024 წლის 26 აპრილს.
კურსის ღირებულებაა 1500 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია, სურვილისამებრ, განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 750 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (750 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.
რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა, სადაც ასევე წარმოდგენილი და ატვირთული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:
1. CV;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. სარეგისტრაციო გადასახადის/სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.
საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge
მობ.: 599 88 44 13; 577 46 92 96