საქართველოს უნივერსიტეტი ითვალისწინებს რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების არაერთ თხოვნას და იწყებს გრანდიოზულ პროექტს: მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში სრულიად უფასოდ, ყველა ქალაქში სადაც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისებია.

დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მცირე ჯგუფში, კვირაში ორჯერ, სრულიად უფასოდ, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და სასარგებლო რჩევები პროფესიონალი რეპეტიტორებისგან.

 

სწავლის პროცესის განმავლობაში აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ტესტირებები და კურსის ბოლოს მათ ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ იმიტირებული გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდების სპეციფიკის გასაცნობად.

კურსი დაიწყება 10 იანვრიდან და გაგრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.

კურსზე დაშვების უფლების მოსაპოვებლად, საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ სარეგისტრაციო ინფორმაცია არ იქნება ზუსტი და დარეგისტრირებული პირი არ იქნება აბიტურიენტი (მე-12 კლასელი), რეგისტრაცია გაუქმდება.

რეგიონულ ოფისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მბულს: https://www.ug.edu.ge/regionuli-ofisebi







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი