საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე "იუჯი რეავიტა დენტში".
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტებთან ეფექტური ად თავაზიანი კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მიწოდება
- პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
- ელექტრონულ ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, სამედიცინო ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
- პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა, ვიზიტების დაგეგმვა;
- ელექტრონულ სამედიცინო პლატფორმებზე მუშაობა;
- ფინანსური ანგარიშგების წარმოება, სალარო აპარატთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება.
- სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების განხორციელება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სასურველია B2 დონე);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ( სასურველია).
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მოლარე-რეგისტრატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 505ა. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.