ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ პრესის გამავრცელებელ სადისტრიბუციო კომპანიაში FMG ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სარეალიზაციო ქსელში გასანაწილებელი პრესის ოპტიმალური გეგმის შემუშავება;
· სასაქონლო ზედნადებების rs.ge-ზე ატვირთვის კონტროლი;
· პრესის დაბრუნების საწყობში მოძრაობის კონტროლი;
· სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეკვეთების მიღება/განაწილება;
· თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
ძირითადი მოთხოვნები:
· სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია FMG -პროგრამაში მუშაობის გამოცდილება);
· MS Excel-ის კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· პუნქტუალურობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 11:00-15:00;
· სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - FMG ოპერატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.