ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

სტაჟირება IT პროექტების ანალიტიკის მიმართულებით
9 May 2022

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში IT პროექტების ანალიტიკის მიმართულებით სტაჟირებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         პროექტის დამკვეთთან, პროექტის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, ბიზნესის მოთხოვნების შეგროვება;

·         მიმდინარე/სამომავლო პროექტების ანალიტიკასა და დოკუმენტირებაში მონაწილეობის მიღება;

·         მოთხოვნების ვიზუალური პრეზენტაციების შექმნა; IT რგოლთან კონსულტაციების საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება დამკვეთისათვის;

·         პროექტის მიზნებისა და მოთხოვნების შესახებ ერთიანი აღქმის უზრუნველყოფა როგორც პროექტის ძირითად გუნდში, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან;

·         პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების წარმოება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

·         საოფისე პროგრამების ცოდნა;

·         სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;

·         სწორი კითხვების დასმის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

·         საძიებო სისტემებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;

·         განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;

·         ორგანიზებულობა;

·         დროის ეფექტური მენეჯმენტი.

დამატებითი ინფორმაცია:

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება IT პროექტების ანალიტიკის მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი