ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსი აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად
25 March 2019

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსი აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:

ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

          1.1.ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით (1 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი; საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

      მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

          1.2.ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის მიმართულებით (2 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

      ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

          1.3.ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ნუტრიციოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

          1.4.ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

          1.5.ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

          1.6.ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა ფარმაკოგნოზიის მიმართულებით (1 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:

          2.1.განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დანართი);

          2.2.საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დანართი);

          2.3.რეზიუმე არაუმეტეს 80 სიტყვისა, (იხილეთ დართული ნიმუში);

          2.4.ფოტოსურათი (ზომით 3X4);

          2.5.პირადობის მოწმობის ასლი;

          2.6.აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;

          2.7.ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;

          2.8.სამოტივაციო წერილი;

          2.9.ორი სარეკომენდაციო წერილი;

          2.10.საგნის სილაბუს(ებ)ი;

          2.11.გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები                       გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

  1. საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;
  2. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

          3.1.  ძირითადი კრიტერიუმებია:          

          ა) აკადემიური ხარისხი. პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

          ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა; კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სულ მცირე  ექვსწლიანი გამოცდილება;

          გ) სამეცნიერო ნაშრომები.

          3.2.  დამატებითი კრიტერიუმებია:

          ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

          ბ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

          გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

          დ) საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

** საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

 

  1. კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეთან.
  2. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 1 და 2 მაისს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
  3. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 3 და 6 მაისს;
  4. კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  5. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2019 წლის 8 მაისი;
  6. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 10 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

დანართი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი