საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
- სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიოფიზიკის მიმართულებით (1 ვაკანსია);
ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა
- ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
- ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ჰისტოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია).
- წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
- ფოტო (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
- ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
- ცნობა კლინიკური გამოცდილების შესახებ;
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუს(ებ)ი;
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
- საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი პროექტი (დანართის შესაბამისად);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუემნტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- საბუთები წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;
- წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:
- ძირითადი კრიტერიუმებია:
- აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენეტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.
- სამეცნიერო ნაშრომები. უპირატესობა მიენიჭება სკოპუსის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციების ავტორებს.
დამატებითი კრიტერიუმებია:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- კვლევითი საქმიანობის პროექტი;
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
- ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.
- საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე/ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება.
- კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2020 წლის 30 და 31 მარტს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
- კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 1 და 2 აპრილს.
- კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობოს დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2020 წლის 6 მარტი.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 8 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.
- საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ug.edu.ge და www.jobs.ge–ზე.
- ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კმ. 0131).
დართული დოკუმენტები