საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა აცხადებს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობას ციფრული, საჯარო და დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის (BLOCKCHAIN) მიმართულებით (1 ვაკანსია)
- წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული დოკუმენტი);
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული აპლიკაციის ფორმები);
- რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა) (იხილეთ დართული რეზიუმეს ნიმუში);
- ფოტოსურათი (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. აპლიკანტმა, რომელიც არ ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, უნდა წარმოადგინოს პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენციის დადასტურება. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
- ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ან ცნობა პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუს(ებ)ი (იხილეთ ნიმუში).
- საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტორნული ფორმითაც;
- წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
4.1. ძირითადი კრიტერიუმები:
ა) აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
4.2. დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
ე) ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.
** საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
- კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეთან.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 12 და 13 აპრილს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
- კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 16 აპრილს.
- კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობობათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2018 წლის 18 აპრილი.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.
დართული დოკუმენტები