ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:
18 July 2019

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

    1. პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: კლინიკური ფარმაცია და მენეჯმენტი (1 ვაკანსია); 
    2. პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის სხეული და სისტემები, ჯანდავის სისტემების მართვა (1 ვაკანსია); 
    3. ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: ადამიანის სხეული და სისტემები, ოფთალმოლოგია (1 ვაკანსია); 
    4. ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ონკოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია); 
    5. ასისტენტის აკდემიური თანამდებობა ჯანდაცვის კვლევების მიმართულებით (1 ვაკანსია); 
    6. ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);   
    7. ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით:  ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტიკა  (1 ვაკანსია); 
    8. ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულებით  (1 ვაკანსია);  
    9. ასისტენტის აკდემიური თანამდებობა ეპიდემიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია); 
    10. ასისტენტის აკდემიური თანამდებობა თრაპიული სტომატოლოგისს მიმართულებით (1 ვაკანსია); 
    11. პროფესორის აკადემიური  თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია (1 ვაკანსია); 
    12. ასისტენტის აკადემიური  თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია, დერმატოლოგია-ვენეროლოგიის მიმართულებით (1 ვაკნსია);
    13. პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: პედიატრია და კვლევები (1 ვაკანსია);

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებების სკოლა

    1. პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: მეცნიერების ფილოსოფია, განათლების ისტორია და ფილოსოფია (1 ვაკანსია); 

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

    1. პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: სამართალი და ეკონომიკა (1 ვაკანსია); 
  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    1. განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დანართი);
    2.  საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დანართი ქართ. ENG.);
    3. რეზიუმე არაუმეტეს 80 სიტყვისა, (იხილეთ დართული ნიმუში);
    4. ფოტოსურათი (ზომით 3X4);
    5. პირადობის მოწმობის ასლი;
    6. აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
    7. ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
    8. სამოტივაციო წერილი;
    9. ორი სარეკომენდაციო წერილი;
    10. საგნის სილაბუს(ებ)ი (იხილეთ დანართი);
    11. გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
  2. საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;
  3. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

3.1.  ძირითადი კრიტერიუმებია:          

ა) აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა; პროფესორს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სულ მცირე  ექვსწლიანი გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სულ მცირე  სამწლიანი გამოცდილება;

გ) სამეცნიერო ნაშრომები.

 

3.2.  დამატებითი კრიტერიუმებია:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

ე) ინგლისურ ენაზე ლექციის წაკითხვის უნარი.

 

** საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

 

  1. კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეთან.
  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 23  და 24 სექტემბერს  12:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
  1. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 25 და 26 სექტემბერს;
  2. კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  1. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2019 წლის  27 სექტემბერი;
  1. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი