ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

International Research Centre for Molecular Medicine | University of Westminster

ცენტრის შესახებ

ვესტმინსტერის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო და ინტერდისციპლინური კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (IRCMM) შეიქმნა.

ცენტრი აერთიანებს ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო რესურსებსა და პროფესიულ გამოცდილებას, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის ჯანმრთელობისა და მედიცინის მიმართულებით პრიორიტეტულ სფეროებში სამეცნიერო კვლევების განვითარებას.ორი უნივერსიტეტის ურთიერთ შემავსებელი სამეცნიერო კომპეტენციების, კლინიკურ რესურსებზე წვდომის, თანამედროვე ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მტკიცე საერთაშორისო პარტნიორული ქსელების გაერთიანებით, IRCMM ქმნის მდგრად პლატფორმას კვლევის, ცოდნის გაზიარების, განათლებისა და ინოვაციების განვითარებისათვის.

ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სამეცნიერო, საზოგადოებრივი და საერთაშორისო გავლენის მქონე შედეგების მიღწევას. IRCMM-ის წევრები წარმოადგენენ სამეცნიერო, სამედიცინო და ჯანდაცვის სხვადასხვა პროფესიულ სფეროს. მათ საერთო მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის ხელშეწყობა, დაავადებათა განვითარების მექანიზმების სიღრმისეული შესწავლა, დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესება და მკურნალობის უფრო ეფექტიანი შესაძლებლობების განვითარება. ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ დაავადებების კვლევას, რომლებიც მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ისე ეკონომიკისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://www.westminster.ac.uk/research/groups-and-centres/international-research-centre-for-molecular-medicine







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი