საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ბუცერიუსის მედიაციის მეათორმეტე საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ლუკა ბუკიამ, ლიზა ბარდაჩიძემ და ანა ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი სამართლის სკოლის პროფესორისა და გუნდის მწვრთნელის, ნატა სტურუას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს. კონკურსი 2026 წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა.
კონკურსის სამ რაუნდში UG-ის სტუდენტები ბუცერიუსის სამართლის სკოლის, პოლონეთის SWPS უნივერსიტეტისა და ვენის უნივერსიტეტის გუნდებს შეეჯიბრნენ. მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოსცადეს მოლაპარაკებისა და მედიაციის უნარები, გაეცნენ დავის გადაწყვეტის განსხვავებულ მიდგომებს და პროფესიონალი მედიატორებისა და მსაჯებისგან უკუკავშირი მიიღეს. საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, კონკურსმა მათ სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა.