11 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა ვორქშოფი „ხელოვნური ინტელექტი შრომით ურთიერთობებში: სამართლებრივი გამოწვევები და HR პრაქტიკა“. ტრენინგს უძღვებოდნენ ნატა სტურუა - UG-ის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი და Interdisciplinary Transformative University Austria - IT:U მკვლევარი და მარიამ ჯანჯარია UG-ის ადამიანური კაპიტალის სამსახურის უფროსი და ადამიანური კაპიტალის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
ვორქშოფის ფარგლებში განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული და ამერიკული პრაქტიკები, აგრეთვე ევროკავშირის სამართლებრივი რეგულირების უახლესი მიდგომები. მონაწილეებმა იმსჯელეს AI-ის გავლენაზე შრომით ურთიერთობებზე, ეთიკურ რისკებზე და იმ ცვლილებებზე, რაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა HR სფეროში.