საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტსა და SoftFan Academy-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ SoftFan Academy-ში, მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება და განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარები.
SoftFan Academy არის A4Q (Alliance for Qualification) აკრედიტებული წამყვანი სასწავლო ცენტრი, რომელიც სპეციალიზირებულია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში. აკადემიის მიზანია სტუდენტებს შესძინონ ის უნარები და რეალური გამოცდილება, რაც
საჭირო იქნება წარმატებული კარიერისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.