ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


14 May 2026

სტუდენტური ბანაკი ლაგოდეხში

 

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრებისა და ინიციატივების სამსახურის ორგანიზებით, 6-7 მაისს, გაიმართა სტუდენტური ბანაკი, ლაგოდეხში, რომელიც ორიენტირებული იყო სტუდენტური ცხოვრების გამრავაფლეროვნებასა და გუნდური გამოცდილების განვითარებაზე.

ბანაკი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აკადემიური სივრცის გარეთ გაეცნოთ ერთმანეთი და გუნდურად ჩართულიყვნენ დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

დღის აქტივობებს შორის იყო ინტელექტუალური და გუნდური თამაშები, ბანაკი ასევე მოიცავდა სპორტულ და გასართობ აქტივობებს — გაიმართა ფეხბურთისა და ფილმების ჩვენება. ბანაკის ფარგლებში, სტუდენტებმა გურგენიანის ჩანჩქერზე მოაწყვეს ლაშქრობა, სადაც თექვსმეტ კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი დაფარეს. საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს, სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას, ეს უკანასკნელი კი - მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა ახალი იდეების გაზიარებისა და სტუდენტური საზოგადოების გაძლიერებისთვის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი