ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


16 March 2020
Acceleration program - Batch 5

UG Startup Factory იწყებს სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეხუთე ნაკადის მიღებას. პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სრულიად ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი ან სერვისი და შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს.

პროგრამის მონაწილეები შეძლებენ საქართველოს უნივერსიტეტის 100 000 ლარიანი ფონდიდან დაფინანსების მიღებას.

პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

  • იდეის ვალიდაცია და ტესტირება;
  • გუნდის ფორმირება;
  • ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;
  • MVP-ზე მუშაობა;
  • მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;
  • დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან:

  • მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში;
  • მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას (ფაბლაბი, მობილური აპლიკაციების ლაბორატორია, ელექტროინჟინერიის ლაბორატორია და სხვა);
  • მენტორებითა და გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით;
  • სტარტაპ კონტაქტებით;

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 15 სტარტაპი

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:

  • OFFICE HOURS - შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  • ტრენინგები და კონსულტაციები მათვის საჭირო თემებზე;
  • ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები UG Startup Factory-ის გუნდთან.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/j5ZunzWtYTSmLg56A

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 23.03.2020

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორმა ბენეფიციარმა მოიპოვა 100 000 ლარიანი გრანტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA -სგან.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი