ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


27 March 2026

ახალი სამეცნიერო სტატია Understanding Fortress-Cities: High-Resolution LiDAR Mapping of Samshvildé, South Caucasus, Republic of Georgia

 

საქართველოს უნივერესიტეტის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მორიგი წარმატება, გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო სტატია Understanding Fortress-Cities: High-Resolution LiDAR Mapping of Samshvildé, South Caucasus, Republic of Georgia, რომელიც ეძღვნება სამშვილდის ნაქალაქარის დიგიტალური და მაღალტექნოლოგიური მეთოდებით კვლევის შედეგებს (ავტორები:   პროფ. დავით ბერიკაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი; პროფ. შონ ფილდი - ვაიომინგის უნივერსიტეტი (ვაიომინგი, აშშ); პროფ. იან ქაითი - ნოტერდამის უნივერსიტეტი (ინდიანა, აშშ).

აღნიშნული ტექნოლოგია რომელიც LiDAR - ის სახელითაა ცნობილი, არქეოლოგიურ ძეგლებთან მიმართებაში პირველად სულ რამდენიმე წლის წინ იქნა გამოყენებული და შედეგად, ცენტრალურ ამერიკაში, ინკებისა და მაიას კულტურის უცნობი სატაძრო ნაგებობების შესწავლა გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სამშვილდის ნაქალაქარის  LiDAR- ით სკანირებამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. კერძოდ, გამოვლინდა ციხის დღემდე უცნობი ელემენტები, მათ შორის რამოდენიმე კოშკი, ცენტრალური კარიბჭე, საფორთიფიკაციო ნაგებობები და სხვ. შედეგად სამშვილდის ისტორიული ნაქალაქარის არქეოლოგიური ლანდშაფტი და კონფიგურაცია სრულიად სხვაგვარად არის წარმოდგენილი.

პროექტი, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით ბერიკაშვილი ხელმძღვანელობდა ორ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა; მათ შორისაა ნოტერდამის უნივერსიტეტი, რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებისა და საფორთიფიკაციო ნაგებობების კვლევებით და ვაიომინგის უნივერსიტეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კვლევითი ინსიტუტი გააჩნია დიგიტალური არქეოლოგიის მიმართულებით.

სტატია გამოყვეყნებულია ჟურნალში  Archaeological Prospection  რომელიც საკუთარ პლატფორმას მხოლოდ მაღალტექნოლოგიური და დიგიტალური მეთოდებით მიღებულ მაღალი სამეცნიერო მნიშვნელობის სტატიებს უთმობს.

იხილეთ სტატია: Archaeological Prospection | Archaeological Journal | Wiley Online Library

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი