საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრებისა და ინიციატივების სამსახურის ორგანიზებით, 1 მაისს, Club Fair & Spring Fest გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სტუდენტებს და წარმოეჩინათ საკუთარი კლუბების საქმიანობა/მიღწევები.
ჯამში ოცამდე კლუბმა წარადგინა სტუდენტებისთვის აქტივობები: ფოტო მარათონი, დებატები, ინტერაქციული თამაშები, სახალისო ქვიზები და სხვ.
აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ სტუდენტებს ღონისძიებაზე, ადგილზე შეეძლოთ ახალი სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც ახალი, შვიდი კლუბი დარეგისტრირდა. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრებისა და ინიციატივების სამსახური აქტიურ მხარდაჭერას უწევს სტუდენტურ კლუბებს ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელებაში.
სტუდენტური კლუბები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არაფორმალური განათლების, უნარების განვითარებისა და სოციალური კავშირების გაძლიერებაში. აქტივობები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების განვითარებას.
Club Fair & Spring Fest- ის ფარგლებში, შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებისთვის გაიმართა მუსიკალური პროგრამა, DJ მონაწილეობით.