8-9 ნოემბერს, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან ცხრაასი წლისადმი აღსანიშნავად, საქართველოს უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, სახელწოდებით „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“. გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტითან თანამშრომლობით, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი უკვე მეოთხედ გაუძღვა კონფერენციას, რომელიც ყოველწლიური სამეცნიერო აკადემიური ფორუმია და თავს უყრის, როგორც საქართველოში მოღვაწე, ასევე საზღვარგარეთ მყოფ მკვლევარებს, რომელთა სამუშაო არეალსაც კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური მიმართულებები წარმოადგენს.
საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის და ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდის ორგანიზებით 2025 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი, მოწვეული მკვლევრები წარდგნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა, კონფერენციის ფარგლებში წარადგინეს თემები შემდეგი მიმართულებით: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დიგიტალური ქართველოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და მათი ქვედარგები, რაც სამეცნიერო ფორუმს მულტიდისციპლინურ და, ამავდროულად, ინტერდისციპლინურ სტატუსსა და ხასიათს სძენს და განაპირობებს მის მასშტაბურობას. " მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რაღაც მეოთხე კონფერენციას ითვლის ჩვენი ინსტიტუტი, უკვე ძალიან დიდი და ბევრი სამუშაო გავწიეთ, ქართული კულტურის მატერიალიზებით, რაც საშუალებას გვაძლევს რომ ქვეყნის გარეთ გავაცნოთ ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ასპექტები, მკვლევარებს. აღსანიშნავია, რომ სალიტერატურო ნაშრომები თარგმნასთან ერთად ატაპტირდება, რაც ქართული ლიტერატურის ყველა ჟანრის გავრცელების არიალს ერთი ორად ზრდის" გვიზიარებს ნანა მრევლიშვილი, ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ - მუშაკი, ასოცირებული პროფესორი.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ფონდმა ქართველოლოგიაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის ხელოვნებათმცოდნე - კიტი მაჩაბელი და პალეონტოლოგი - ირინა შატილოვა დააჯილდოვა.