ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


24 December 2019
Demo Day Batch 4 საქართველოს უნივერსიტეტში

24 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა- UG Startup Factory-მ უმასპინძლა სტარტაპ აქსელერატორის მეოთხე ნაკადის დემო დღეს, სადაც სტარტაპერებმა ე.წ Pitch-ის პრინციპით საკუთარი ინოვაციური პროექტები ინვესტორების წინაშე წარადგინეს.

იხილეთ სტარტაპების ჩამონათვალი:

Mughami- აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ტესტების და საინტერესო ინფორმაციის დახმარებით, ეხმარება გამოსცადოს საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში.

Siapp- პირველი მობილური აპლიკაცია კავკასიის რეგიონში, რომელიც ფიზიკური აქტივობიდან გამომდინარე მომხმარებელს ციფრულ ვალუტას უხდის;

Develops.ge- პირველი პლატფორმა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ პირს მისცემს საშუალებას, მოიძიოს პროექტის განსახორციელებლად სასურველი კერძო პირები და კომპანიები;

FoodHub- პლატფორმა ორიენტირებულია კვების ინდუსტრიის კომპანიების და მათი მომხმარებლების დაკავშირებაზე. კომპანიებს საშუალება ექნებათ აპლიკაციაში ატვირთონ კვების პროდუქტები და ფასდკალებით შესთავაზონ მომხმარებლებს;

Black Room Games- გემიფიკაციის და გემიფიცირებული სისტემების პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფისთვის;

Round- სტარტაპი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის კომფორტული სპორტული ტანსაცმლის შექმნაზე;

Florashop.ge- ყვავილების ონლაინ პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია მეყვავილეებისთვის, ფლორისტებისთვის და რესტორნებისთვის.

Mycv.ge- სტარტაპი თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლებს რეზიუმეს შექმნაში დაეხმარება;

Coinsell- ელექტრონულ-აპარატურული საფულე, სადაც კრიპტოვალუტების შენახვაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპერებს სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდათ. UG Startup Factory-ის პროგრამა დაფუძნებულია მსოფლიოში წამყვანი სტარტაპ აქსელერატორის- “500 Startup”-ის აქსელერაციაზე. პროექტის ფარგლებში სტარტაპებს უტარდებათ ტრენინგები წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, რომლებიც მუშაობენ Google-ში, Facebook-სა და Stripe-ში.

საქართველოს უნივერსიტეტი მხარს უჭერს ახალგაზრდებში ინოვატორული უნარ-ჩვევების განვითარებას და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი