2025 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ტრადიციული საიუბილეო დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, თანამშრომლებისათვის.
ბოლო რამოდენიმე წელია, საქართველოს უნივერსიტეტი, ყოველი წლის ბოლოს ათწლიანი და მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს, გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის აჯილდოებს. რექტორმა, კონტანტინე თოფურიამ, დამსახურებული ჯილდო - ოქროს მონეტა, თექვსმეტ თანამშრომელს გადასცა, რომელთა შორის იყვნენ, როგორც უნივერსიტეტის სკოლების წარმომადგენლები: სამართლის სკოლა, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და გამომცემლობის თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომ ჯილდო, ათ გრამიანი ოქროს მონეტა - სიმბოლურია და წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი მეფე გიორგი მესამის პერიოდის მონეტის ზუსტ ასლს. იგი დამზადებული იყო სპილენძისაგან, 1174 წელს, მეფე გიორგის III- ის პერიოდში. მონეტის ავერსზე გამოსახულია გიორგი III შევარდნით მკლავზე, რევერსზე - მონეტის ცენტრში არაბული წარწერაა: "მეფე მეფეთა, ძე დიმიტრისი მესიის მახვილი"
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ და პრეზიდენტმა, გიული ალასანიამ, სამადლობელი სიტყვით მიმართეს მოწვეულ თანამშრომლებს გაწეული ერთგულებისთვის. ბატონი კონსტანტინეს განცხადებით საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია თანამშრომლებისაგან გამოცხადებული ნდობითა და ერთგულებით, რისი დასტურიც, სწორედ ეს ტრადიციული დაჯილდოებაა, რომელთა რიგებშიც ათეულობით დასაქმებულია.