საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაში - ICON•S 2026, რომელიც დუბლინში, ირლანდიაში გაიმართა.
საქართველოს უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის პროფესორები ანა ფირცხალაშვილი და მალხაზ ბეგიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი სამხარაძე და სამართლის სკოლის დოქტორანტი მაგდა ჯაფარიძე. აკადემიურმა გუნდმა კონფერენციის სხვადასხვა პანელზე წარადგინა მოხსენებები თანამედროვე საჯარო სამართლის, კონსტიტუციური უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, გარემოსდაცვითი სამართლისა და ბავშვთა უფლებების აქტუალურ საკითხებზე.
საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მონაწილეობა ICON•S 2026-ის კონფერენციაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორც სამართლის სკოლის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, ასევე მის წვლილს თანამედროვე საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მიმდინარე აკადემიურ დისკუსიებში.