ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


25 February 2026

Iconographica - Studies in the History of Images

 

საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ნინო ჩიხლაძის, სტატია გამოქვეყნდა საერთაშორისო, მაღალრეიტინგულ, რეცენზირებად ჟურნალში „Iconographica - Studies in the History of Images“ (გამომცემლობა: SISMEL – Edizioni del Galluzzo, ფლორენცია, იტალია).

ჟურნალი „Iconographica“ ინდექსირებულია ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში:

  • SCOPUS
  • Web of Science (ESCI)
  • ERIH PLUS
  • UGC CARE

ნაშრომი, სათაურით „წმინდა ევგენიოს ტრაპიზონელის მონუმენტური გამოსახულებები როგორც XII–XIII საუკუნეების ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესების ირიბი გზავნილი" ეძღვნება ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, ზოგადქრისტიანული თემების ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ ინტერპრეტაციას. 

კვლევაში გაანალიზებულია XII–XIII საუკუნეების იკონოგრაფიული და სტილისტური თავისებურებები, რომლებიც ასახავს სახელმწიფო ინტერესებსა და კონკრეტულ ისტორიულ რეალიებს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის (1184–1185/6) საქტიტორო კომპოზიციას მეფეების გიორგი III-სა და თამარის გამოსახულებებით, რომელშიც ჩართულია ტრაპიზონის მხარის ლოკალური წმინდანის ევგენიოს ტრაპიზონელის შემორჩენილ გამოსახულებათაგან ყველაზე ადრეული ნიმუში.

ავტორის მოსაზრებით, ეს გამოსახულება კონკრეტული პოლიტიკური გზავნილის მატარებელია. აღსანიშნავია, რომ ვარძიის მხატვრობის შექმნიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ წმინდა ევგენიოსი ტრაპიზონის იმპერიის მთავარ კულტად ყალიბდება.

სტატიის ბმული: https://www.mirabileweb.it/edgalluzzo/periodici/m/107






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი