2 ივლისს, სასტუმრო პულმანში, საქართველოს უნივერსიტეტის, რიგით მეათე, სიუბილეო კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
IFCS წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის პლატფორმას, რომელიც წლებია აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, წამყვან ექსპერტებსა და ინოვატორებს. ფესტივალის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვისა და სტუდენტებისთვის თანამედროვე ტენდენციების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ინდუსტრიის უახლესი მიდგომების გაზიარება.
საიუბილეო წელს ფესტივალი განახლებული ფორმატითა და კიდევ უფრო მასშტაბურად დაბრუნდა.
ფესტივალის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე კიბერუსაფრთხოების სფეროს ყველაზე აქტუალური თემები, მათ შორის:
ყოველწიურად, ფესტივალის მიზანია მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები კიბერუსაფრთხოების სწრაფად განვითარებად ეკოსისტემაში.
IFCS უკვე მეათე წელია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონში, რომელიც აერთიანებს ცოდნას, ინოვაციასა და პრაქტიკას.