ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტში თემატური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი ინფორმირებულობის ზრდა, რისკფაქტორების გააზრება და სკრინინგის კრიტიკული მნიშვნელობის ხაზგასმაა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა შემდეგი საჯარო ლექციები:
მომხსენებელი: ნია გიუაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტი
შეხვედრაზე ასევე გაიმართა წიგნის „მოთხრობები სკრინინგზე“ პრეზენტაცია. ავტორებმა ვრცლად ისაუბრეს კრებულის მთავარ გზავნილებზე, სკრინინგის მნიშვნელობაზე, პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის გადამწყვეტ როლზე.