ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


2 April 2026

ახალი საერთაშორისო კვლევითი ცენტრი - V-Dem Caucasus Regional Center

 

საქართველოს უნივერსიტეტში ახალი საერთაშორისო კვლევითი ცენტრი დაფუძნდა – V-Dem Caucasus Regional Center, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლობაა. ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოს უნივერსიტეტსა და გოტენბურგის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და 2026 წლის თებერვლიდან უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა პირველ რეგიონულ კვლევებზე.

V-Dem Caucasus Regional Center არის საერთაშორისო ინსტიტუტის - V-Dem Institute – ოფიციალური ცენტრი კავკასიაში. ინსტიტუტი მოქმედებს University of Gothenburg-ში (შვედეთი) და მსოფლიო მასშტაბით ცნობილია საზოგადოებრივი პროცესებისა და განვითარების კვლევით. მისი რეგიონული ცენტრების გლობალურ ქსელს წელს კავკასიაც შეუერთდა, რის შედეგადაც საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო კვლევითი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ცენტრის მთავარი მისია სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - საზოგადოებრივი პროცესების კვლევაა, რაც მოიცავს ინსტიტუციური ცვლილებების ანალიზს, საზოგადოებრივი დამოკიდებულებების და ციფრული კომუნიკაციის როლის შესწავლას. კვლევები ეფუძნება V-Dem-ის გლობალურ მონაცემთა ბაზებს და პარალელურად ხორციელდება ადგილობრივი, ემპირიული კვლევები, რაც რეგიონული რეალობის ღრმა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ანალიზს უზრუნველყოფს.

ცენტრის დაფუძნება მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს უნივერსიტეტის პოზიციას, როგორც რეგიონული მნიშვნელობის კვლევით ჰაბს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო აკადემიურ ქსელებში აქტიური ინტეგრაციისთვის. ამ პროცესის ნაწილი უშუალოდ ხდებიან უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო დონის კვლევებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით და განვითარდნენ როგორც მომავალი მკვლევარები და პროფესიონალები.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი