ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


18 November 2025

დასაქმების ფორუმი 2025

 

2025 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარებისა და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც ქართულ ბაზარზე არსებულმა წამყვანი კომპანიების წარმომადგენელებმა მიიღეს მონაწილეობა. ოცმა კომპანიამ, უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო საკუთარი სამუშაოს სპეციფიკა და გაუზიარა ამ ეტაპისთვის არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრისა, პირადად გაეზიარებინათ საკუთარი სამუშაო გამოცდილება (CV) კომპანიების HR -თან. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებს შორის იყვნენ საბანკო, საკონსულტაციო, სამედიცინო, სამშენებლო, საავტომობილო და ტექნოლოგიების სფეროდან. მათ შორის იყო CMC საქართველო, რომელიც სამშენებლო მენეჯმენტში პირველი კომპანიაა საქართველოს შრომით ბაზარზე და პირველად მიიღო მონაწილეობა სტუდენტებისთვის გამართულ დასაქმების ფორუმზე. 

აღსანიშნავია, რომ მოწვეულ კომპანიებში აქტიურად არიან დასაქამებული საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რაც ორმაგად ზრდის ნდობის ხარისხს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის. 

"საქართველოს უნივერსიტეტის კარიერიული განვითარებისა და დასაქმების სამსახური, სასწავლო წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მართავს მსგავსს ფორუმს, როგორც მასშტაბურს, აგრეთვე კონცენტრირებულს პროგრამების მიხედვით, სტუდენტებს საშუალება აქვთ საკუთარი სფეროს ირგვლივ პირადად გაეცნონ კომპანიების წარმომადგენლებს, რათა დაამყარონ კონტაქტები, რაც მომავლის პერსპექტივაში, მათ უმარტივებს სამუშაოს ძიების პროცესს. " გვიზიარებს ნიკა ინაური, საქართველოს უნივერსიტეტის კარიერიული განვითარებისა და დასაქმების სამსახურის უფროსი. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი