ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


26 June 2026

დასაქმების ფორუმი - მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან

 

25 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში, კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო რიგით მესამე ფორუმი, აკადემიური წლის განმავლობაში. 

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს როგორებიცაა: Six Values, როვი, შ.პ.ს. ვიჩარჯი, SOS ბავშთა სოფელი, ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ქონექთი"  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ფარმაცევტული კომპანია PSP, CMC, სასტუმროების ქსელი "მერიოტი", სადაზღვეო კომპანია "არდი" და სხვ. ინდივიდუალური გასაუბრებების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს სტუდენტებს არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, რაღა თქმა უნდა, მოინიშნეს დაინტერესებული სტუდენტების მონაცემები - სამომავლო თანამშრომლობისთვის. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ქონექთის" წარმომადგენელმა, ადგილზე გააჟღერა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი, შესაბამისი მიმართულებით. "ჩვენი კომპანია ქართული ბაზრისთვის ახალია, შესაბამისად პირველად ვართ სტუდენტებისათვის გამართულ მსგავსს ღონისძიებაზე, რაც ძალიან სასიხარულოა. გარდა იმისა, რომ დღეს წარმოდგენილი ვართ ვაკანტური, სტუდენტებისთვის შესაფერისი და მათ გრაფიკზე მორგებული ვაკანსიებით, განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობას და პარტნიორობას, მომავალი სტუდენტების წასახალისებლად. თავის მხრივ ძალიან მოხარული ვართ, რომ მონაწილეობის საშუალება მოგვეცა, რადგან ჩვენი კომპანიის  სამსახუროებრივი პოლიტიკა ახალი კადრების მოძიებასა და აქტიური დასაქმების შესაძლებლობას მოიცავს, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით" აღნიშნა კომპანია "ქონექთის" მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ხურციამ 

დასაქმების ფორუმი აქტიურად მასპინძლობდა კომპანიებს, რომელთანაც საქართველოს უნივერსიტეტის დიდხნიანი თანამშრომლობის ისტორია აქვს, მაგალითად ფარმაცევტული კომპანია PSP .  "ჩვენთვის საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა პრიორიტეტული და ძალიან პროდუქტიულია, იმის გათვალისწინებით რომ კადრების შერჩევა - გადარჩევას აქტიურად ვახორციელებთ ფარმაცევტული მიმართულებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია შიდა ქსელებზე მომუშავე კადრები, რაც თავისთავად ქმნის შესაძლებლობას რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ სტუდენტურ დასაქმების ფორუმებზე. აღსანიშნავია ასევე ის, რომ გვაქვს პრაქტიკული გამოცდილება სასტიპენდიო ფონდების დაარსება - მონიტორინგის ფარგკლებში, სადაც ასევე განვიხილავთ საქართველოს უნივერსიტეტის ჩართულობას, მარტივად რომ ვთქვათ მსგავსი შეხვედრები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი კომუნიკაციის დამყარებისა და საინფორმაციო ბუკლეტების გაზიარებით, ეს არის სივრცე, სადაც ახალ თანამშრომლობებს ეყრება საფუძველი" აღნიშნა მარიამ ჩაჩანიძემ, ფარმაცევტული კომპანია PSP წარმომადგენელი

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბოლო დასაქმების ფორუმი, ახალი სასაწავლო წლის დაწყებამდე, თუმცა კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი